Загрузка...
რობერტ მესხი - წიგნი / robert meskhi - tsigni - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - წიგნი / robert meskhi - tsigni


10:42 PM
რობერტ მესხი - წიგნი / robert meskhi - tsigni
ცრუ პერსპექტივა -
მებაღეებიც იყენებენ ზოგჯერ ამ ტერმინს,
ვთქვათ, სუროს კედელს რომ აღმართავ ქვის კედლის ნაცვლად,
"წაიწევს" ბაღი...

მე ვცხოვრობ ტყეში,
და როდესაც ტყის კარს ვერ ვაღებ,
მგელივით ვყმუი.

(ნუ იტყვი, მწვანე გიხდებაო -
შეკიდულ ჭერზე
ამოდის ხოლმე
გველისმჭერი,
კვიცი
და ვერძი...)

სხვა დანარჩენი მანდ წერია, მომდევნო გვერდზე,
თბილისის წიგნის ფესტივალზე გიყიდე წიგნი -
"მებაღეობა".

აწი შენ თვითონ შეარჩიე მზის გული,
ხედი,
ნიადაგი,
განი და სიგრძე...

ვინძლო, ერთ დღესაც
ძალისძალად ჩარგული ნერგი
შენი ბაღის ყვავილად ვიქცე!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 789 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0