Загрузка...
რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * * - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


11:02 PM
რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


რომელი მედიუმი მე ვარ, დედოფალო?! -
ხილულებთან ვეღარ ვსაუბრობ.
აღარც ის ვიცი,
როგორ სხდებიან სანთლის შუქზე
თითებთან ერთად
საიქიოდან მოხმობილი უცხო სულები,
იქნებ, თეფშის ქვეშ მიძვრებიან?..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი:
რატომ ძიძგნიან თვისტომნი თვისტომთ
ლეშიჭამია სვავებივით,
ფასკუნჯებივით?..
ერთმანეთს რად ანაწევრებენ?
ნუთუ იმიტომ, რომ სქელ-სქელი შრომები უძღვნან
კანიბალებს და სისხლისმსმელებს?
ძვლის კამათლები გამოთალონ,
ვინძლო ბედს გულზე მოეფონოს მათი ჩხაკუნი?
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი,
დღეს პაზლივით ვისაც გაწყობენ:
შენი მარჯვენა შენს მარცხენას როდის იპოვის?
როდის იპოვის თეძო - თეძოს,
ლავიწი - ლავიწს?..
ლისაბონიდან გოამდე და ისპაჰანამდე,
ისპაჰანიდან აქამომდე -
როგორ ჰგავხარ ქრისტეს და მიწას,
მიწას და ქრისტეს,
ვისთვისაც და რისთვისაც ევნე!..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და მარქვი:
როდესაც სული გაღმაა და ხორცი - გამოღმა,
ხორცი კიდევ როგორღა დადის,
რა ძალა ზიდავს?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0