Загрузка...
რობერტ მესხი - ორი საბავშვო ლექსი / robert meskhi - ori sabavshvo leqsi - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ორი საბავშვო ლექსი / robert meskhi - ori sabavshvo leqsi


11:04 PM
რობერტ მესხი - ორი საბავშვო ლექსი / robert meskhi - ori sabavshvo leqsi


მ ე გ ზ უ რ ე ბ ი

ერთხელ ჭიამაიას ტყეში შემოაღამდა,
ვერ იპოვა ვერაფრით გზა-სავალი შინისკენ,
უსწრაფესად მოკეცა დაწინწკლული ფრთები და
დაჯდა იქვე, ბილიკზე.
მაგრამ ღამის წყვდიადი რომ ექციათ ნათელად,
მოფრინავდა შორიდან ორი ციცინათელა.
მოციალე ფარნებით - (უკეთესს ვერც ინატრებ)
მოძმე ჭიამაია მიაცილეს შინამდე.

წ რ უ წ უ ნ ე ბ ი

ერთი, ორი, სამი,
ოთხი, ხუთი, ექვსი -
აგორებენ კაკალს
წრუწუნები სხვენზე.
წელს შეიყვანს დედა
შვილებს პირველ კლასში,
დანარჩენის დათვლას
ისწავლიან მაშინ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0