Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - სამი / nika dzamiashvili - sami - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ძამიაშვილი - სამი / nika dzamiashvili - sami


4:58 AM
ნიკა ძამიაშვილი - სამი / nika dzamiashvili - sami


მეგობრის ქალაქში
რკინიგზაზე,
ხიდზე გადასვლისას
ავხედე ზეცას.

გადამიფრინა
სამმა ერთმანეთით გამთბარმა ჩიტმა,
რომლებსაც ისეთი სიახლოვე აკავშირებდათ
როგორც ხიდს — მოაჯირი,
ან ნახევრად მოწეულ სიგარეტს ჩემი თითები.
არ ვიცი მათი გზა-კვალი,
სურვილი,
ოცნება.
შემიძლია უბრალოდ ვიგრძნო.
დიდხანს ვუყურებდე
და წარმოვიდგინო ოჯახი —
დედა, მამა და შვილი.

რაღაც მანძილის გავლის შემდეგ,
როდესაც ხიდის გასამაგრებელ
რელსებშორის გადებულ სივცეში
ყოველი მესამე ნაბიჯით ვაბიჯებდი შპალებს,
მივხვდი,
თუ არ დააბიჯე ან გადაურე რაიმე წინაღობას,
ვერ წახვალ წინ
და წამიერად ვიგრძენი,
რომ ესაა ცხოვრება,
ბრძოლა და იმედი გადარჩენისთვის.

ჩავედი ჩემს ქალაქში.
მივაღწიე სასურველ ეზომდე, კორპუსამდე.
შევედი ბინაში.
პირველად გავიწიე იესოს ხატთან
და ვთხოვე სამი სურვილი —
ჩამოვთვალე სამი ადამიანის სახელი,
დავამატე ვინც მიყვარს, ვუყვარვარ,
რომ კარგად იყვნენ.
შემდეგ გავაგრძელე იმ ტვირთის მოხსნით,
რაც სამი წელი მაწვალებს
და ეს თხოვნები დავასრულე ამ სიტყვებით —
"ღმერთო, თუკი ოდესმე შევძლებ,
რომ შენი ნება და ჩემი სურვილი
რაღაცით მაინც
ერთმანეთს ჰგავდეს,
გამიხარდება!.."


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 745 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sigareti, mtvare, liandagi, rkinigza, ghmerti, gmerti, chiti, 27 tebervali, nika dzamiashvili, roca mze chava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0