Загрузка...
ლაშა მარგიანი - დეკემბრის დამდეგი / lasha margiani - dekembris damdegi - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ლაშა მარგიანი - დეკემბრის დამდეგი / lasha margiani - dekembris damdegi


5:03 AM
ლაშა მარგიანი - დეკემბრის დამდეგი / lasha margiani - dekembris damdegi
გარეთ დეკემბრის დამდეგია.
გულში ნოემბრის მიწურული.
მაქვს მიწერილი რამდენი რამ,
მაგრამ არცერთი მოწერილი...
ჰო, მთები უკვე დათოვლილა,
ვგრძნობ, ეს ზამთარიც გამაწამებს,
რადგან ყვითელი ფოთოლი ვარ
და არა წიწვი მარად მწვანე.
კვლავ შენ ხარ ჩემი მისამართი,
თუმცა, მე ისევ ვარ უშენოდ,
ბედი სიცილით მასამართლებს,
ცდილობს, გამხადოს სანუგეშო.
ყველა უჯრედით დაშლილი ვარ,
ვეძებ ჩემს სულში შენს ნაკვალევს,
არც სიცივისგან, არც შიშისგან,
უშენობისგან მაკანკალებს.
რამდენი დარდი გეფარება,
შენ კი მაინც არ ფერმკრთალდები,
ათასი ფიქრით გეფერები,
ათასი გულით მენატრები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, ლექსი, lasha margiani, მე ვცადე მაინც, ლაშა მარგიანი, 27 tebervali, leqsi, dekemberi, დეკემბერი, me vcade mainc | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0