Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - ჰამლეტი / mikheil qvlividze - hamleti - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - ჰამლეტი / mikheil qvlividze - hamleti


6:47 PM
მიხეილ ქვლივიძე - ჰამლეტი / mikheil qvlividze - hamleti
როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო,
შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი,
ზოგი მე თვითონ გამიზრდია,ზოგს არც კი ვიცნობ,
ზოგიერთებს კი თვითონა აქვთ ჩემზე ამაგი!
რაც მართალია _ მართალია, არც ჭკუით გგვანან,
არც ვაჟკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით,
მაგრამ ისინიც მერყეობენ, საწყლები, სანამ...
სანამ დასტური წამოსცდებათ, ანდა უარი!
`ყოფნა-არყოფნა” _ ეს საკითხი აწუხებს მათაც,
ლუკმაპურისთვის არ იციან კაცის დანდობა,
"ყოფნა" _ ფულია მათთვის, ფული და კარგი მადა,
ხოლო "არყოფნა" _ უფულობა და უმადობა!..
მეც მათთანა ვარ, მათ ამქარში ვცხოვრობ და მაინც
არ ვაგდებ არად _ არც მათ ძმობას, არც მათ ელსინორს...
მე შენ გეძახი, ჩემო ჰამლეტ, უშიშარ რაინდს,
რომ ჩემი დაშნა შენს მახვილზე გამალესინო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1159 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0