Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - შენ ეი.. / mikheil qvlividze - shen ei.. - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - შენ ეი.. / mikheil qvlividze - shen ei..


6:53 PM
მიხეილ ქვლივიძე - შენ ეი.. / mikheil qvlividze - shen ei..
შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“,
გამოიხედე აქეთ:
ნუთუ არ ღიზიანდბი,
როდესაც პირში გაქებთ,
ხოლო ზურგს უკან — ძირს გითხრით,
შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით
ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“,
მოჩვენებითი გარჯით?!

ყალბი პრესტიჟის მონები —
ყალბისმქნელებიც გავხდით.
ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,
სავსე სახლით და დახლით,
პურმარილებში თარეშით,
ხაშლამითა და ღომით,
ყველა ხვრელსა და ნახვრეტში
გაძრომა-გამოძრომით!

„ცა-ფირუზ“... მაგრამ სადღაა
ის საარაკო ფერი?!
ტიალ უდაბნოდ გამხდარა
შენი ყანა და ტევრი.
ისიც გაგვიხდა საკვეხნად,
რომ ვატყუილებთ მოყვასს:
ნავენახარში ნაგლეხარს
ახლა საზამთრო მოჰყავს!

გაირყვნა და გათაღლითდა,
ქვეყნის დაკარგა რიდი, —
რძისა და კვერცხის საყიდლად
გლეხი ქალაქში მიდის
და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს
ზვარში კი არა, დახლთან...
მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი ვინც იყო,
მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!

არ ვიცი, რა გვეშველება,
თუ არ შევიგნებთ ბოლოს,
რომ საქართველოს შვილები
ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;
ჩვენი პატრონი — ჩვენვე ვართ,
არავინაა მეტი
და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1210 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0