მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - ხეების სიმღერა / mikheil qvlividze - kheebis simghera
6:48 PM მიხეილ ქვლივიძე - ხეების სიმღერა / mikheil qvlividze - kheebis simghera
|
საღამოს, როცა ჩადგება სიცხე და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს, ყველა ხე თავის ენაზე იწყებს სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ, სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს, ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს, ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.
ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან, გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.
გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან და კენწეროებს არხევენ უხმოდ, თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...
საღამოს, როცა ჩადგება სიცხე და როცა მთები იცვლიან კაბას, მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ - სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1219 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|