ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 5:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მარი ბეროძე - მამაჩემი / mariam beroidze - mamachemi


შენ არასდროს გითამაშია
მუხლამდე თოვლში,
არასდროს გიჩვენებია
ქვიშის სასახლე და
არც სხვა მამებივით გითქვამს,
რომ ვიყავი პრინცესა
ძილისპირული ზღაპრებიდან.

(მხოლოდ ჩურჩულებდი, რომ
გყავდა ორი,
მერე სამი,
ოთხი ჩიტი და
შეკეთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2014-09-25 / 5:47 PM / ხუთშაბათი

მარი ბეროძე - მესხენეტი / mariam beroidze - meskheneti


== ეძღვნება ექვსიოდე წლის ბიჭუნას,
რომელიც საოცარი მონდომებით გვიდა ტროტუარს და რომელმაც დამარწმუნა,
რომ არ უნდა გავიზარდო==

გამოწვდილია ჩემი ხელები,
როგორც მდინარე
უნაპირო,
ჯებირაყრილი.
მე ვგავარ მირაჟს
და ვარ უდაბნო,
სავსე ქვიშით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1049 / თარიღი: 2014-09-25 / 5:46 PM / ხუთშაბათი

მარი ბეროძე - სამშობლოვ ჩემო / mariam beroidze - samshoblov chemo


ჩემს სამშობლოს არ დასჭირვებია
მამაჩემის წითელი დიპლომი,
სიღრმისეული განათლება
და ზამთრის სიჩუმესავით მძაფრი
ადამიანურობა.
ჩემი ქვეყანა გულმკერდგამოჭმულ,
მანტიაშემოცმულ ჩუჩელად იქცა
და კიდევ უფრო მეტად არ დასჭირდება
ჩემი ფარატინა ატესტატი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1138 / თარიღი: 2014-09-25 / 5:41 PM / ხუთშაბათი

მარი ბეროძე - ფოთოლცვენა / mariam beroidze - fotolcvena


ხომ ხდება ხოლმე,
დგას შემართული,
უყურებ,
ალუბლის ტოტებად აყრილ მკლავებზე
ძარღვებიდან ეზრდება გაზაფხული
და ვერ იმეტებ -
სიკვდილია შემობრუნება?!

შემოდგომას ჰგავს ჩემი სიყვარული -
ხეები დგანან ამაყად,
უშფოთველად,
მხოლოდ ფოთლები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1571 / თარიღი: 2014-09-25 / 5:40 PM / ხუთშაბათი

მარი ბეროძე - მეზღვაურები (king neptune) / mariam beroidze - mezghvaurebi (king neptune)


ასე იყო -
მოვდიოდით მარტო,
ერთმანეთის სხეულებში
გადიოდნენ ადამიანები და
აღარ გვესმოდა ცხელი,
ყელამომწვარი ქუჩის ხმაური.
გზაზე ნაბიჯებად ვტოვებდით
მხრებიდან დაცვენილ ნიჟარებს,
ხავსიან თმებში ვმალავდით სახეს და
ვერაფერს ვუხერხებდით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-09-25 / 5:39 PM / ხუთშაბათი

მელანო ზუკაკიშვილი - ტანგო / melano zukakishvili - tango


ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს,
ერთხელ უსათუოდ ჩავრთავ გრძნობის წამზომს.

მერე წავალ ისე, არც ვყოფილვარ ვითომ,
წავალ ჩუმად, კრძალვით, დაგესიზმრე თითქოს.

ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს,
ღმერთო, როგორ უნდა, მთვარეს მზე რომ ნახოს.

ქარი ურჩად ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1313 / თარიღი: 2014-09-25 / 5:28 PM / ხუთშაბათი

მელანო ზუკაკიშვილი - გაქცევა / melano zukakishvili - gaqceva


მერე ისევ მძიმე ღამის ჩამოეშვა ფარდები.
მერე ისევ გამიმხილა მთვარემ გულის განცდები.
ვარსკვლავები კელაპტრობდნენ გალაქტიკის არეში
და ჩემს სულსაც იქ ეწადა ჰორიზონტზე თარეში.
მერე ისევ მიეკედლა მთელი ჩემი არსება,
წმინდანებით გადაჭედილ ამოუცნობ არსენალს
და ეს სულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2014-09-25 / 5:27 PM / ხუთშაბათი

მელანო ზუკაკიშვილი - სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ / melano zukakishvili - sitkvebsac dumils mivachvev


გარეთ წვიმის ხმა აბრეშუმის შრიალს წააგავს,
ფიქრებით ვწვდები ვეივერის მფლობელ ჰააგას.
ვიწრო სივრცეში ჰორიზონტი მოსჩანს იმხელა,
ნიაგარაც კი სიმორცხვისგან დენას იკლებდა.

ზღვარი არ უჩანს აზრთა წვდომის მარადისობას
და ცისარტყელამ სათნოების სხივი ისროლა.
მილე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2014-09-25 / 5:25 PM / ხუთშაბათი

მელანო ზუკაკიშვილი - ორმაგი ბრძოლა / melano zukakishvili - ormagi brdzola


მე მივუყვები აბრეშუმის გაცრეცილ ტრამალს
და თან უკვდავი იმედების საკინძე დამაქვს.
თუმცა დამღალა დამსხვრეული წამების ცქერამ,
გულმა ვერ დათმო ნაოცნებარ დღეებზე მღერა.

ჩემში ორმაგი ქარიშხალი ჩასახლდა ვამჩნევ,
ერთი მათბობს და მეორე უგულოდ მანგრევს.
ერთი სიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1273 / თარიღი: 2014-09-25 / 5:22 PM / ხუთშაბათი

მელანო ზუკაკიშვილი - სიგიჟის აკორდი / melano zukakishvili - sigijhis akordi


ავიღე სიგიჟის სულ ბოლო აკორდი,
ცხოვრება მივანდე მგზნებარე კლავიშებს.
ტკივილის მარწუხებს ხარხარით ვაპობდი,
დრო მოვა მე და შენ ბავშვურად ავიშვებთ.

დრო მოვა დავდგებით შეშლილთა სარკმელთან,
ლექსებად ტკივილის გარითმვას დავიწყებთ.
ცხოვრებას მოვნათლავთ უაზრო ზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1200 / თარიღი: 2014-09-25 / 5:17 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 257 258 259 260 261 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0