Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - ტელეფონით შელოცვა / mikheil qvlividze - telefonit shelocva - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - ტელეფონით შელოცვა / mikheil qvlividze - telefonit shelocva


6:57 PM
მიხეილ ქვლივიძე - ტელეფონით შელოცვა / mikheil qvlividze - telefonit shelocva
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
გახსოვდეს, პოეტო, და თუ ვაჟკაცი ხარ,
იყავი მშვიდი!
მოკვდი და გაცოცხლდი! იცინე! იტირე!
იფიქრე! წერე!
ღვინო სვი, დათვერი და დასაძინებლად
მიბრძანდი მერე!
ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე,
სადაც ფრთებს შლიდი:
"ასოცდაცხრამეტი-ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
რეკე და იცოდე: ორკაპიკიანი
საუბრის სიტკბო
ისეა, - საკუთარ სახლში ან მამულში
დაბრუნდი თითქო...
ყოფილა ამქვეყნად ბედი, ეს ოხერი,
ნატვრაზე დიდი:
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1562 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0