Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - წვიმამ მოიკლა ჟინი... / mikheil qvlividze - tsvimam moikla jhini - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - წვიმამ მოიკლა ჟინი... / mikheil qvlividze - tsvimam moikla jhini


6:50 PM
მიხეილ ქვლივიძე - წვიმამ მოიკლა ჟინი... / mikheil qvlividze - tsvimam moikla jhini
წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით
და ახლა გრილა
და სველ სილაზე
მკვდარ თევზივით აგდია დილა.
ნისლია მთებზე
და ბურუსში სახლებიც გაქრა
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა...
უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან
ისმის, —
ქალის კივილმა
ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:
— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —
და ითხოვს შველას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1299 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0