მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - გამოცანა / giorgi zanguri - gamocana
10:08 PM გიორგი ზანგური - გამოცანა / giorgi zanguri - gamocana
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი, ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა, ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი. ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა; მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი, მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა, თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... _ გაზაფხულია!
2003 წ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1753 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|