მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - ერთი მტკაველი მიწა / giorgi zanguri - erti mtkaveli mitsa
10:10 PM გიორგი ზანგური - ერთი მტკაველი მიწა / giorgi zanguri - erti mtkaveli mitsa
მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს, ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა, ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს, თვალები მასაც სევდით ევსება.
საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები და ჩამომჭკნარი ორი გვირილა, ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.
პატარა გოგომ გაბერა ტუჩი _ მისი ფანჯრის ქვეშ ჰქონია ბუდე. იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში, როგორც კუბოში, ყველანი დუმდნენ.
უმღერეს ერთად `ჟუჟუნა წვიმა~ _ მეტი გალობა ჯერ არ იციან, კაცთან მივიდნენ და უთხრეს ცივად: _ ჩიტი მოგვიკვდა, ლადო ბიძია!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1216 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|