Загрузка...
გიორგი ზანგური - ვურჩიოთ რამე? / giorgi zanguri - vurchiot rame? - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - ვურჩიოთ რამე? / giorgi zanguri - vurchiot rame?


10:13 PM
გიორგი ზანგური - ვურჩიოთ რამე? / giorgi zanguri - vurchiot rame?


ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი _
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც არის.
ეგ ყელი მაღალი, როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა _
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1349 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0