Загрузка...
გიორგი ზანგური - არაფერი, ისე უბრალოდ / giorgi zanguri - araferi, ise ubralod - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - არაფერი, ისე უბრალოდ / giorgi zanguri - araferi, ise ubralod


10:06 PM
გიორგი ზანგური - არაფერი, ისე უბრალოდ / giorgi zanguri - araferi, ise ubralod


ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.
`დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო, ჩემიანებო!~
და მიხურვა დავიწყე
ყველას ცხვირწინ კარების.
მარტოობა კარგია _
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.
სიყვარული დარგია
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების
წაკითხული გვერდი ხარ.
ტყუილებით გავსებენ,
შენ ყველასთან რიდით ხარ.
ყველა ზურგი დამშვენდა
იდეების ხურჯინით.
ხედავ მათთან მსგავსებას,
მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,
ტილოს დაგატარებენ
თმაგაბურძგნილ ფუნჯივით.

არაფერი, უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან ურთიერთობას
უკვე ერიდებიან,
ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ, რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან...
არა! მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
ჰორიზონტის სიშორე _
საუფლო აგარაკი,
ზღვა თვალტალღადახრილი,
მზის საღამოსაბანი,
ცისთვის შემონახული
სტრიქონების მარაგი.
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი,
ძმაკაცობის ყვირილი
ჩახლეჩილი ბგერებით.
და მგონია ამ წუთას
დედამიწაც არ არის
ამ ქართული გრიგალის
სუნთქვის შემაჩერები.
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

21 აპრილი 2004 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0