Загрузка...
ავქსენტი ცაგარელი - ყარაჩოღელი ლოთი / avqsenti cagareli - karachogheli loti - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » ავქსენტი ცაგარელი - ყარაჩოღელი ლოთი / avqsenti cagareli - karachogheli loti


10:02 PM
ავქსენტი ცაგარელი - ყარაჩოღელი ლოთი / avqsenti cagareli - karachogheli loti


(ვუძღვნი გ. სუნდუკიანცს, «პეპოს» ავტორს)

მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ანუ კეთილშობილო?!
მე ქრისტე ღმერთს კინტოთ გავუჩენივარ,
ლოთობაა ჩვენი წესი, ადათი...
მითომ რაო! თქვენისთანა ვაჟები
ბიჭობაში არ მეყოფა არც ათი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო?!
არ მკადრულობთ და დაცინვით მიყურებთ,
თითქო მე ღმერთს მეტი გაუჩენივარ!
მე ზოგსავით არც ძმასა ვკლავ, არც ვპარავ
და ღარიბი ლუკმისა მომთმენი ვარ!
ჯაფა-ტანჯვით ალალ ლუკმას ვშოულობ,
მთელი კვირა ოფლს სულ ასე ვიწურავ...
კვირა დღეს კი გამოვდივარ ძმა-ბიჭში,
ყარაჩოღულ ლურჯ ქუდს გვერდზე ვიხურავ!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო!
ძუნწი კაცი ქვეყანაზედ რად ცხოვრობს?
ოჰ, გაუწყრეს მდიდარ ძუნწებსა ქოქი!
მე რომ მოვკვდე, გევედრებით, ძმაოჯან,
დამახალოთ ზედ თავზედ სავსე დოქი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო,
ლოთ ბიჭშია, აბა, რა ნახე ცუდი?
მეც კაცი ვარ, რატომ ეგრე მიყურებ?
მეცა მხურავს თავზედ ნამუსის ქუდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1265 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0