Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - ცუდი მოტივაცია / nino qoqosadze - cudi motivacia - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - ცუდი მოტივაცია / nino qoqosadze - cudi motivacia


11:20 PM
ნინო ქოქოსაძე - ცუდი მოტივაცია / nino qoqosadze - cudi motivacia


საახალწლოდ,
ანდა სულაც ნებისმიერ დღეს,
სამზარეულოდან მეძახდა დედა:
მოდი, ისწავლე,
და როდესაც აღარ ვიქნები, გამოგადგება.
მე ან ვკითხულობდი,
ან ისევ ვკითხულობდი,
და ვერაფრით წარმომედგინა,
რომ გავა წლები,
დედა მართლა აღარ იქნება.
და ვზივარ ახლა სამზარეულოში
და ვცდილობ, კერძებს დავამსგავსო უამრავი უმი პროდუქტი,
რისთვისაც სავარაუდოდ დამჭირდება:
ორმაგი დოზა მოთმინება,
დიდი კონა ნერვები,
რამოდენიმე წვეთი სისხლი გაჭრილი თითიდან,
თაროზე სიმაღლის მიხედვით ჩალაგებული ქილები:
„ქინძი“ „სუნელი“ „ზაფრანა“ „ძირა“…
(დედის ხელია)
და "წიგნი საოჯახო" , ისიც მისეული.
წიგნში წერილი:“მე ბებოსთან მაგვიანდება,
რომ გაიღვიძებ დამირეკე, იმეცადინე,
სადილი გაზზე მოიძიე, გაცხელება არ დაიზარო“
დატოვე თუ დაგვიწყებია?

....................

ელენ,
მოდი, ჩემო გოგონა,
მოდი, ვისწავლოთ,
რადგან ოდესმე,
უსათუოდ!
გამოგადგება...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 779 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0