Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ზოგჯერ.. / nika cherqezishvili - zogjer.. - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ზოგჯერ.. / nika cherqezishvili - zogjer..


11:38 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ზოგჯერ.. / nika cherqezishvili - zogjer..


ზოგჯერ,
რომ გადარჩე,
ისიც საკმარისია,
ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო,
მოკლემკლავიანი მაისურის ნაცვლად გრძელსახელოიანი ჩაიცვა,
თმა აიჩეჩო,
წვერი მოუშვა
და ასე…
უბრალოდ,
რაღაც უნდა შეცვალო,
ძველებურად აღარ გაგრძელდე.

ხვალ იქნება თუ ზეგ,
ყველა მოკვდება,
დღევანდელი დღეც სავსეა მკვდრებით.

არ ვიცი,
შეიცვლება თუ არა ცხოვრება უკეთესობისკენ,
მაგრამ მჯერა,
რომ სხვანაირად შეუძლებელია.

თვალები გაახილე და იოცნებე.
სიკვდილი ქარივით გვიახლოვდება.
იმათ იტირონ,
ვის ცრემლებსაც მრგვალი ფორმა აქვთ,
ვისი ცრემლებიც ყელში გაბმულ მავთულხლართს არ ჰგავს.



როცა გიჭირს,
ვინც შენს გვერდით დგას,
ის არის ღმერთი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 936 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0