Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - სამი კადრი / nika cherqezishvili - sami kadri - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - სამი კადრი / nika cherqezishvili - sami kadri


11:36 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - სამი კადრი / nika cherqezishvili - sami kadri


"მე ნერვები მაქვს მხოლოდ."
რიუნოსკე აკუტაგავა

I.

ვის უნახავს
ქუჩაში მდგარ მათხოვარს
სუფთა ჰქონდეს გამოწვდილი ხელი?

ან რა მინიშნებაა
ამ ადამიანების ჭუჭყიანი პეშვები?

...

გმადლობ, უფალო,
რომ ზოგჯერ მაინც ჩაგვახედებ ხოლმე
ჩვენსავე დაბინძურებულ სულში.

II.

ხუთთეთრიანი ვიპოვე დილით.

...

ავიღე
და ჩავუშვი "პისტონჩიკში",
კარგად იქნება-მეთქი ყველაფერი
დღეს.

III.

სოლოლაკის დაღმართია ჩემი გოლგოთა,
მერე რა, რომ დაბლა ვეშვები.
ყველას ადგილი არც არის ზევით,
ჩემი, მითუმეტეს.

დიდი იაპონელის არ იყოს,
ვინც არ გყავს,
ის როგორ გიღალატებს?
რაც არ გაქვს,
იმას როგორ დაკარგავ?

ჩქარი ნაბიჯით ჩამოვჭერი ამაღლების ქუჩა
და ვისთვის ბათინკების ასფალტზე ღრჭიალი
ჩემთვის ცხელ ტვინში შემძვრალი ოთხი სიტყვაა,
ფეხის ყოველი გადადგმისას რომ ვიმეორებ და ვიმეორებ:
"მე ნერვები მაქვს მხოლოდ.
მე ნერვები მაქვს მხოლოდ.
მე ნერვები მაქვს მხოლოდ..."

...

მიმტყუნებს ვითომ?

დიახ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 679 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0