Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - სამკუთხედი / nino qoqosadze - samkutkhedi - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - სამკუთხედი / nino qoqosadze - samkutkhedi


11:19 PM
ნინო ქოქოსაძე - სამკუთხედი / nino qoqosadze - samkutkhedi


ჩვენ სამში
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე რაც უნდა ქნა,
მაგრამ ეგ მერე...ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია, ჩემთან რაღა უნდოდა?
და სარკისკენ გაგექცა მზერა...
სარკეში ვჩანდით: შენ, ეჭვიანი საყვარელი –
მახვილი კუთხე,
მე ლაღი და გაშლილი – ცოლი.
ეს შენ ცდებოდი,
ცრემლებად რომ იღვრებოდა:
გიჟიაო...არ მიკარებსო...
ძალიანაც ვნებიანი გვქონდა საწოლი.
მაგრამ რა დროს ეგაა!
როცა მოვკვდი,
როცა უნდა დამმარხო.
ხომ მართლა მოხვალ?
უნდა განახო
როგორ მიგლოვებს,
ან როგორი ექნება მზერა!
გინდა? ორმოც დღეს ნუ დამაცდი,
ქვეშაგები ამილაგე,
გაფინე შენი
და ყოველღამე გაიგონებ როგორ მტირის,
ძილბურანში როგორ მეძახის.
ჩვენ სამში
მეორე ეგ მოკვდება,
კუბოში ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვას,
შენი – მხრებში მოუჭერს!
სამძიმრებზე,
სკამი გამოსწიე, თავთან მიუდგი
და მომსვლელს არა,
(მათ მერეც ნახავ)
ამას უყურე!
(კიდევ კარგი უკვე მკვდარი ვარ!)
მერე მოდი,
გვერდით მომიმარხე!
შებრუნდი!
წადი!
ჩემმა თვალებმა
აქ მესამედ არ დაგინახოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 744 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0