მიჯობს ისევ კაცი მერქვას მართალი და უბრალო, ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს, მომიტევე უფალო! ვერ გავყვები კაენის გზას, ვკიცხავ ცრუს და უგვანოს, სული სხეულს გაემიჯნა, ისევ მამულს უგალობს. ჰე, მამულო! რატომ მრიყავ? ვეღარ გავძლებ უშენოდ! ქ
... კითხვის გაგრძელება »
უკვე არ მახსოვს სულის მგოსანი, _ ოცნება ლაღად ფრთებს როდის შლიდა?.. როცა სამშობლო ასე შორს არის, რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!.. კვლავ მესიზმრება მტკვრის სანაპიროს გაღმა-გამოღმა ლამაზი ხედი და დავიწყება რომც დავაპირო, გავხდე მორჩილი საკუთარ ხვედრის –
... კითხვის გაგრძელება »
აღარავინ დარჩა ქალაქში, ნასახლარებად გადაიქცა ყველა უბანი, ყველა სახლი გახდა წყვდიადი, და ჰაერი კი – წარმავალი ყველა ქუჩაზე. ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში, ყველა უჯრაში, რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი, ვიდრე ამბობენ, მეტი არ მინდა. ისინი წ
... კითხვის გაგრძელება »
მა, ახლა შენ გძინავს... მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარ და ისევე მინთია მაგიდის ნათურა, როგორც ყოველ ღამე. ვწერ ყოველ ღამე, ხან რას, ხან რას, და შენი სუნთქვა სივრცეს ასხლეტილი მზის სხივივით პირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა, წუთში ოცდაათჯერ
... კითხვის გაგრძელება »
ჩემი შვილი ხარ, სახელად ლაზარე. გაჩნდი სწორედ მაშინ, როდესაც ცამ და მიწამ ერთ დღეს გაცვალეს როლები, ამოყირავდა დედამიწა, და შენც უხმოდ, უცრემლოდ, გამოგორდი ზეცაზე, სითბო ჩამეღვარა ფეხებშუა, ჰოდა, შეუცნობლად ავიღე ეს სითბო და ღრუბელქვეშაგებში გა
... კითხვის გაგრძელება »
იცი, როგორი დიდგულაა დედამიწა ჩემი ფანჯრიდან?!.. ამომიჩემა... ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს, ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ, ვეღარც ვანათებ. გამომიყენა, თითქოს ჩემმა არარაობამ და მომატყუა, და დამაჯერა, რომ სიყვარული ანგრევს
... კითხვის გაგრძელება »