რამ დაგაღონა? - მკითხა ერთხელ მწვანე ბალახმა. მე ვუპასუხე. და ბალახი სწრაფად გადახმა. რა დაგენანა? - მკითხა უკვე გამხმარმა ველმა. მე ვუპასუხე. მან კვლავ მწვანედ დაიწყო ღელვა. იქ ქარი ქროდა, იქ ჩიტების გუნდი გალობდა და ყველა საგანს ახლდა მკაცრი მიუვალობა. "რა
... კითხვის გაგრძელება »
ერთხელ საღამოს ვიჯექი მარტო, წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის, არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს, თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად, მეზობლისაგან ნათქერი ჭერი, ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას, თუმცა ამქვეყნად არა მყავს
... კითხვის გაგრძელება »
რომ ყველაფერი საბოლოოდ გახდეს ნათელი მე და შენ შორის, ყველაფერი იყოს თავიდან ბოლომდე სუფთა _ გავამხილოთ ჩვენი სათქმელი, ვანდოთ ერთმანეთს, რაც ჩვენს ბაგეს არასდროს უთქვამს. თორემ, ხომ ხედავ, რა ძნელია ჩვენში გაჩენილ უსასოობას შეგვაჩვიოს ყ
... კითხვის გაგრძელება »
სიზმარში მითხრა: "პრივეტ!" მაკოცა (როგორ უხდება ამ ქალს ღიმილი) კოცნისას მკერდი ოდნავ შემახო: "სად დაიკარგე?" - არსად. აქა ვარ. მკლავგაყრილებმა გავისეირნეთ ამ ლანდებიდან იმ ლანდებამდე: "ეს სამყაროა. ეს კი - თბილისი" - ვიცი თბილისი აქ დავიბადე.
... კითხვის გაგრძელება »
ქარში მთვარეს ეშინია საკუთარი სიცივის, შიშით სახე შეცვლილი აქვს, შეშლილი აქვს სიცილი. ეშინია, რომ მიწიდან ვინმე ეჭვით შეხედავს, რომ უეცრად გააღვიძებს ცივი ხელის შეხება. ქარში მთვარეს გაცლილი აქვს შარმი, შარავანდედი, დასცინიან, დას
... კითხვის გაგრძელება »