ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ზაზა თვარაძე - ღორმუცელა ლალი (უნარ-ჩვევები) / zaza tvaradze - ghormucela lali (unar-chvevebi)


ლალი, მითხარ გეთაყვა,
რად ვერ ძღები ჭამით?
ყველაფერი შეჭამე,
არ დატოვე სკამიც,

როიალის ფეხები
დატეხე და დახარ,
რად ვერ ძღები, გეთაყვა,
თქვი, თუ ჩემი და ხარ.

გუშინ ბებოს სათვალე
გამოხიწნე წმინდად,
მერე ჩაახრამუნე
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 826 / თარიღი: 2018-02-02 / 11:31 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - საზიზღარი სეფედავლე (ისტორია) / zaza tvaradze - sazizghari sefedavle (istoria)


საზიზღარო სეფედავლე,
დედა რატომ გააჯავრე,
რძე რომ მოგცა, არ დალიე,
ჭიჭყინებდი: რძეს არ დავლევ!

მამას რატომ არ უჯერებ,
ტოლებს რატომ ექიშპები,
კეთილ მოძღვარს თავს აბეზრებ
უადგილო შეკითხვებით,

გარე-გარე დაყიალობ,
დიდ-პატარას ეურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 848 / თარიღი: 2018-02-02 / 11:29 PM / პარასკევი

ზაზა თვარაძე - ეკლესიური მანონი (რელიგია და კულტურა) / zaza tvaradze - eklesiuri manoni (religia da kultura)


დაიზუთხა მანონიმ
დიდი სჯულისკანონი
და სამოძღვრო სწავლანი
სამგზის სანეტარონი,

აღარ წყალობს იმ დღიდან
მეზობლებს და მეგობრებს,
ხილაბანდის ქვეშიდან
უმზერს, როგორც მეკობრე,

გადაირქვა მანონი,
პარასკევა დაირქვა,
იცის, ცაში რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 886 / თარიღი: 2018-02-02 / 11:27 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - მთის კალთაზე სახლი მედგას... / revaz margiani - mtis kaltaze sakhli medgas


მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.
ბუხრის პირას მუხლმორთხმული
ვით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,
ჩემზე იყოს გულმოსული
ჩემი თეთრი დედოფალი.
ბუხარივით გუზგუზებდეს _
მხიარული მქონდეს გული, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 907 / თარიღი: 2018-02-02 / 7:55 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - მირანგულა / revaz margiani - mirangula


ძველი სვანური ბალადა
_ ვაი, ჩემო მირანგულა,
ძაძიანი დედა გელის,
შვილო, როგორ გაყინულა
საყვარელი კერა შენი!
... სად ხარ, ნეტავ, მირანგულა?
დედა კვნესის ანათრთოლი;
მთებზე თოვლი გათანგულა
დღევანდელი დანათოვი!
ბიჭო... დედას რად ივიწყებ?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2018-02-02 / 7:54 PM / პარასკევი

რევაზ მარგიანი - ჩემს ძველ ბინაში / revaz margiani - chems dzvel binashi


ჩემს ძველ ბინაში რაღაც დავტოვე,
ფიქრი, ალერსი, დარდი, ზმანება.
ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვეს
და განშორებაც დამენანება.
რაც სულს გააჩნდა მცირე ქონება,
დედას გადურჩა შეუფუთავი,
ბევრი ოცნება და მოგონება
დღეს იქ ზუზუნებს, როგორც ფუტკარი.
ვნანობ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2018-02-02 / 7:53 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - არშემდგარი ანგელოზები / zurab rtveliashvili - arshemdgari angelozebi


კარგად შემხედე, ეს ოცნება
სხვისი ვალია,
ვერ ვითავხედე,
ვერ დავწექი,
ვერ ვიმოძრავე!
საკუთარ სხეულს უანგაროდ გავუნაწილებ
მილიონობით პირდაბჩენილ
მშიერ მასივებს.
ვინ სთქვა არ მიყვარს შენი მტრები,
რაღას იტყვიან,
გრძელი ენებით მიკაფავენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2018-02-02 / 7:46 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - Status quo ante bellum / zurab rtveliashvili - Status quo ante bellum


უწინდელ სტატუსს დაჰკარგავენ პლანეტები...
როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,
როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან-
დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...

სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,
როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგები
ეთხოვებიან კეთოლშობილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2018-02-02 / 7:45 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - წმინდა მგლების ლოცვა / zurab rtveliashvili - tsminda mglebis locva


წმინდა მგელი ვარ,
ვერცხლისფერი დავფარე ველი –
ულუფას ველი შენი ხელით
უფალო წმინდა!
მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭის
და მცველი
(ა) უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
შენდამი ჩემი ლოცვა
მიიღე წმინდად!
თაკარა მზეა ჩემი მოწმე,
მიელავს თვალში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 828 / თარიღი: 2018-02-02 / 7:42 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ეპილოგი / zurab rtveliashvili - epilogi


გაწიეთ! დენთის კასრები გვერდზე,
მე სოლოს ვცეკვავ ჩირაღდნით ხელში.
თქვენთან მოსასვლელ ბილიკებს ვეძებ
ქედმოუხრელი მებრძოლი ვერძი.

ისეთი გზნებით დავანთებ ხანძარს!
რომ ძველი მარცხი ვაქციო ვერცხლად,
ემთხვიე! ცამდე დაჭიმულ ანძას,
იგრძენი! მისი ძაბვა დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 802 / თარიღი: 2018-02-02 / 7:40 PM / პარასკევი

« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0