Загрузка...
ლაშა მარგიანი - ყვითელი დღეები / lasha margiani - kviteli dgheebi - 5 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 5 » ლაშა მარგიანი - ყვითელი დღეები / lasha margiani - kviteli dgheebi


10:54 PM
ლაშა მარგიანი - ყვითელი დღეები / lasha margiani - kviteli dgheebi
წვიმები... ქარები... წვიმები...
ქარები... წვიმები... ქარები...
ცხოვრება მუდმივი წამება,
მუდმივი ტანჯვით და წვალებით.

იელვებს... გაქრება... იელვებს...
გაქრება... იელვებს... გაქრება...
და გრჩება კვლავ სიცარიელე,
სადაც ეს თვალებიც ჩაქრება.

სიკვდილზე ახლოა ზამთარი,
ფიქრობ და კვლავ სიმწრით იღიმი.
უეცრად, ამ წამს რომ დამთავრდე,
უფალი ასეთს თუ მიგიღებს.

ბავშვობა თავის გზით წავიდა,
შენ ახლა სხვა გზაზე ხრიგინებ,
ეცემი... და ისევ თავიდან.
ადგები... და ისევ იგივე.

ბედისგან კარგს ნუღარ მოელი,
რადგან შენც სიცოცხლით გარისკე,
ასაკით ჟულიენ სორელო,
ხელწერით ჟან-მიშელ ბასკია.

ცას ისევ ფსკერიდან აჰყურებ,
შორი ხარ და ვეღარ გიზიდავს,
ეძახი ცოცხლად დამარხულებს
და პასუხს არ ელი მიწიდან.

მიწა ხარ და მიწად იქცევი,
იცი და სულს მაინც ცას აბჯენ,
სისხლი შენც ტვინში ჩაგექცევა,
ან გაგლჯეს ამ გულს და ამ მაჯებს.

გარეთაც ყელამდე ტალახი,
შიგნითაც წუმპეა ყელამდე,
აქ, ვინმეს უყვარდე, არა ღირს.
გიყვარდეს... ჯობია ყველაფერს.

ლაშა მარგიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 930 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, nika cherqezishvili, lasha margiani, ნიკა ჩერქეზიშვილი, irakli beria, ლაშა მარგიანი, 27 tebervali, nika dzamiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0