Загрузка...
ნიკო გომელაური - ბოროტი ლექსი / niko gomelauri - boroti leqsi - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ნიკო გომელაური - ბოროტი ლექსი / niko gomelauri - boroti leqsi


8:52 PM
ნიკო გომელაური - ბოროტი ლექსი / niko gomelauri - boroti leqsi


დღეს დავლევ რამეს,
შემდეგ ათივეს დავარღვევ მცნებას.
გავათევ ღამეს,
კახპებს შევასხამ ხოტბას და ქებას.
მშვიდად და წყნარად
მე ვერსად მნახავთ,ვერ მნახავთ დაღლილს.

ვიცინებ მარად,
რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
შემიპყრობს ანცი,
დავცინებ ყველას ცილს დავწამებ,
ვიქნები მკაცრი -
დავტოვებ ჩემსას სხვის ცოლს ვაწამებ.
ცხოვრებამ მთელა,
საკმარისია,რაც მე ჩაის ვსვამ.
მიფრთხილდეს ყველა,
დღეს იმდენს დავლევ,იმდენს ჩავისხამ...
კერპებს გავიჩენ
და მათ დავსახავ სწორედ მშობლებად.
იმ გზას ავირჩევ
წმინდანთა გზას რომ ძლიერ შორდება.
წავართმევ მოყვასს
რაც გააჩნია,რაც უშოვია.
ხარხარი მომკლავს,
რისთვის გარჯილა,რად უშრომია?
დღეს დავლევ იმდენს
- ჯერ ცხოვრებაში რომ არ გსმენიათ.
მოგისპობთ იმედს,
რომ მომავალი თითქოს თქვენია.
ვიქნები დინჯი
სუსტს როცა სცემენ ოცნი,ომახით.
რად მინდა ბრინჯი,
რომელი მარხვა? - ხორცი მომართვით!
გავწირავ იმათ,
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები.
ვიქცევი წვიმად,
რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები...
ახლა მისმინეთ
როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა,
ბევრი მითმინეთ
და გამიძელით,გთხოვთ,კიდევ ოდნავ:
დავცალე ქვევრი,
დავლოცე დედა,ძმები,ბებია.
ვიმღერე ბევრი
და კიდევ კარგი ჩამძინებია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, Niko Gomelauri, ნიკო გომელაური, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0