Загрузка...
ნიკო გომელაური - არის ჩემში როდენი / niko gomelauri - aris chemshi rodeni - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ნიკო გომელაური - არის ჩემში როდენი / niko gomelauri - aris chemshi rodeni


8:59 PM
ნიკო გომელაური - არის ჩემში როდენი / niko gomelauri - aris chemshi rodeni


არის ჩემში როდენი,
ოღონდ ცოტაოდენი.
არის ჩემში დავინჩი
კარგ და მზიან ამინდში.

არის ჩემში რუსთველი,
მაგრამ გამოუწვრთნელი...
და იქნება ჩემში დანტე,
თუ ცოდვები შენი მანდე.
ხანდახან ვგრძნობ ჩემში შოპენს,
მაისი რომ ჭერამს მოჰფენს.
ხანდახან კი, ჩემში ბახი
სუნთქვას, ბორგავს, როგორც ტახი.
ზოგჯერ კი, ნაპოლეონი
ლაპარაკობს ჩემში მგონი.
თქვენ ფიქრობთ _ დავკარგე გონი,
რომ ეს არის ცუდი ტონი.
ფიქრობთ არ ვარ თავმდაბალი,
როგორც ირგვლივ სხვა მრავალი.
ხოლო ჩემთვის ცოდვაა,
უცხო და უცნაური:
თუ ხარ მხოლოდ ჯუმბერა,
ბონდო, ანდა ზაური.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 819 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leksi, Niko Gomelauri, ნიკო გომელაური, leqsi, leqsebi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0