Загрузка...
დათო ყანჩაშვილი - გადაიღო / dato kanchashvili - gadaigho - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » დათო ყანჩაშვილი - გადაიღო / dato kanchashvili - gadaigho


9:01 PM
დათო ყანჩაშვილი - გადაიღო / dato kanchashvili - gadaigho


რა ხანია გადაიღო იმ დიდმა და კოკისპირულმა სიყვარულმა,
რომელმაც ჯერ დაგვასველა, მერე დაგვხავსა,
ბოლოს კი გვალვას შეგვატოვა.

ჩვენ გავიქეცით,
რომ გვეპოვნა თავშესაფარი,
სადაც შევძლებდით ერთმანეთი გამოგვეცვალა
და ჩაგვეცვა რამე უსაფრთხო.
ჩვენ გავიქეცით
და დავდექით ორი წლით შორს ერთმანეთისგან.
მაგრამ, როცა წვიმს,
შენ ყოველთვის სახსრებში გტეხავს,
გისველდება ხელისგულები
და მერე ამბობ:
“დღეს არ შემეხო დღეს ისეთი გამჭვირვალე ვარ
დღეს ყველაფერს ვირეკლავ და უკან ვაბრუნებ ყველაფერი მიჩანს ზურგს უკან
დღეს ვერაფერს წაიღებ ჩემგან ვერც ვერაფერს დატოვებ ჩემში
დღეს ჰაერზე მიდებული ტუჩებით ვდუმვარ
დღეს ყველაზე ფრთხილი შეხებაც შესაძლოა მტკივნეული გამოდგეს
ჩემთვის სულ პატარა სიხარულსაც შეუძლია რომ ამატიროს
დღეს არ შემეხო შენი ხელი ჩემ სხეულში
როგორც ნისლში
ისე გაივლის
მეშინია არ შეგაშინო
დღეს წვიმს
ასეთი გამჭვირვალე
გარეთ მარტო არ გავიშვები
ქუჩის ბოლომე მომეშველე
მერე მე თვითონ”
წვიმაში კი მანძილი იკლებს,
შენ უკვე დგახარ ორიოდ დღის მოშორებით
და იყურები მომავლისკენ, სადაც ვიდგები
ორიოდ დღეში, და ვეცდები გაგიხსენო, მაგრამ წვიმა გადაიღებს
და ორი დღის დაღლილობა,
როგორც ქუჩაში უპატრონოდ გაგდებული სიყვარული,
ძაღლივით ფეხებს გამილოკავს
ერთგულების ყალბი სახელით.
გადაიღო.
რა ხანია გადაიღო კოკისპირულმა სიყვარულმა.
გადაიღო და დაგვტოვა მშრალზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 844 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leksi, dato yanchashvili, leqsi, dato kanchashvili, დათო ყანჩაშვილი, leqsebi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0