Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * * - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


9:05 PM
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


სიმარტოვე როგორც აძლიერებს,
ისევე ფიტავს ადამიანს.
მას, დღეს თუ ხვალ მაინც სჭირდება ვინმე,
გადასარჩენად.

მე ვარ მარტოსული,
მაგრამ მაინც გადავაბიჯე სხვისი დედის მაღალ ჩრდილს,
როდესაც გაჩერებასთან მდგარი,
თავის შვილთან ერთად ელოდებოდა
ბოლო სამარშუტოს.
გულში რაღაც ჩამწყდა,
შემდეგ კი ვიგრძენი მცირედი შვება.
ჩემს ვარსკვლავს დაუჯდა ბატარეა
და ვერავინ გამოცვალა.

ოდესმე, როდესაც სული შეძლებს ფრენას,
თვითონ შევცლი,
მაგრამ მჯერა, რომ ისაც მალევე ჩაქრება.
ჩემი ქოთნის ყვავილი გახმა,
ისე, როგორც მე, მოვასწარი დაბერება ახალგაზრდობაშივე.

.

თქვენ იცით რა ღირს პური.
თქვენ იცით რა ღირს წყალი.
თქვენ ხვდებით სიცოცხლის ღირებულებას.
მე კი მხოლოდ ის ვიცი, თუ რა ღირს სიკვდილი
და მაინტერესებს ბედნიერების ფასი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 758 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, როცა მზე ჩავა, ნიკა ძამიაშვილი, leqsebi, leksi, nika dzamiashvili, leqsi, roca mze chava, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0