Загрузка...
გიო ლომიძე - მე-ომარი / gio lomidze - me-omari - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - მე-ომარი / gio lomidze - me-omari


3:28 PM
გიო ლომიძე - მე-ომარი / gio lomidze - me-omari


სწორდიი!...
ჭაობის ფერია ჩაფხუტი.
კუს ბაკანივით ჩაფხუტი
ჩამოვიფხატე თავზე.
მე-ომარი ვარ.
აქ ყოფნას მირჩევნია სახელფასო ბარათი ვიყო
ოჯახში დარჩენილი;
პერიოდულად ვისრიალო ბანკომატის პირში
და ჩემში ჩარიცხული უნიკალურობით დავანაყრო
ადამიანები.
ჰო ადამიანები, ქოფაკის შემართებით რომ ასრულებენ
სამყაროში მინიჭებულ მოვალეობებს,
საკაცობრიო მისიებად შენიღბულ სისტემებში.
ჩვენ ერთმანეთი უნდა გამოვხშიროთ
და ამით ვიხსნათ მსოფლიოზე მზრუნველთა
იდეები გადაგვარებისგან.
მსოფლიო წესრიგზე დაფიქრებული იერარქების,
თითქოს ბუნებრივი რესურსები სულაც რომ ფეხებზე
ჰკიდიათ.
ვინ მომცა ფიქრის უფლება?
ვინ მომცა იარაღი?
ვინ შემიქმნა გამოუვალი მდგომარეობა?
ვინ მომცა ომებით მადლიერ საზოგადოებაში
პირში სისხლის ჩაგუბების უფლება?
- ვინც მომცემს ფულს!
სმენაა!...
და ვისმენ მომავალ ბრძანებას.
მე კონტინენტებს შორის მოძრავი ოცნება არ ვარ
რომელიც ბავშვებს ესიზმრებათ,
იმ ბავშებს, ჩემნაირები რომ უნდა გახდნენ
და არა - ჩემნაირები.
არც იმ პირობითი ბავშვობის მხსნელი ვარ,
რომელსაც არ ვებრძვით - საბავშვო ბაღებით,
სკოლებით, მშვიდობით, კულტურით.
ჩემშია ტერორი, ტერორი თქვენშია,
მტერშია ტერორი, პლანეტა მტვერშია...
მივმართავ სიკვდილის პიგმენტურ აჩრდილებს,
დავხიოთ ფორმები, გავიქცეთ აქედან.
მართლა რომ გავიქცეთ, ვინ მოგვცემს ფულს?!
ნაბიჯიით იარ!...
ვერ გავჩერდები, ყველა დაიძრა.
წესი წესია თუ უკვე აქ ხარ.
წესრიგია და კოორდინაცია.
რა მნიშვნელოვანი სიტყვებია...
თუმცა იმაზე ბევრად ნაკლებად,
ვიდრე სიცოცხლე, ვიდრე შვილი, ვიდრე ოჯახი
- ჩემი თუ სხვისი.
წინ ძალაუფლებისკენ!
იმ ერთ კვირაზე ვფიქრობ
ხელფასის დარიცხვამდე რომ არის დარჩენილი.
ჩემი შვილი სასკოლოდ უნდა მოამზადონ,
სხვისი - სასიკვდილოდ.
მე მისია მაკისრია და ამაში მიხდიან ფულს.
სდექ. თავისუფლაად!
დასჭექა ხმამ. ამოვისუნთქე.
გავჩერდი და თავისუფლებაზე ბევრი ვიცინე.

10 სექტემბერი 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 716 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0