Загрузка...
გიო ლომიძე - სიზმარი / gio lomidze - sizmari - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - სიზმარი / gio lomidze - sizmari


3:29 PM
გიო ლომიძე - სიზმარი / gio lomidze - sizmari


ადექი, გადი მიესალმე ცბიერ სამყაროს.
ჩამოარიგე შენი ყველა აკვიატება
ღამით ნანახი - გუშინ როცა დაიმახსოვრე
შებინდებისას მთიდან როგორ მშობიარობდა
მთვარეს ქაჩალი, უღიმღამო უღელტეხილი
და იღვრებოდა ფოსოებში ყვითელი ნისლი.
სიღრმიდან გუგებს ამოჰქონდათ მლაშე ღვარ-ცოფი;
გადაიხარე, მოიდრიკე ქედი და პეშვით
გადამალული ოცნებები გაანიავე.
ეს არ იქნება საკმარისი გამოსავალი...
სამი გუბიდან თითო კენჭი მიისაკუთრე
და ბავშვობაში მარანიდან ნაფხეკი მიწა
გათენებამდე იქნებ ისე გაანაწილო
სადაც იდექი წინა ღამით, რომ დაიფაროს
ყოფნა არყოფნის უსუსური ყველა ნიშანი...
ხმა დაირხაო თავთხელია ახლა მდინარე,
თან იმ ადგილას კამეჩი რომ გაუჩინარდა
სულ ცოტა ხნის წინ; შეყრილიყო ხალხი ნაპირთან
და მორიდებით საუბრობდნენ თმაგრძელ გზირებზე
რომ უთმო ღმერთებს მათზე ხელი ჩაუქნევიათ,
იქნებ პირიქით... ყველაფერი იქნებ სხვაგვარად
ხდებოდა მათი წარმოსახვის დასალიერთან.
ვიღაცამ ბოლოს წყალგაღმიდან შემოუძახა
-გომურებიდან თურმე ფუნაც უჩინარდება.
და ეს სიზმარიც სხვასთან ერთად წყალმა წაიღო.

16 აგვისტო 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 722 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0