Загрузка...
გიო ლომიძე - * * * / gio lomidze - * * * - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - * * * / gio lomidze - * * *


3:30 PM
გიო ლომიძე - * * * / gio lomidze - * * *


ამომაწოდე შენი ჭალის ნაპირებიდან
ბროლის ნამცეცი,ბინულის ნაშთი.
გავინაწილებ.
დიდ ხანს უსმინე ფრინველების ნისკარტებიდან ამოსულ ხმაურს
-კენწეროებზე შეფენილ ამბავს.
ანწლის მარცვლები - ყვავის თვალზე მეტი თვალები,
გვითვალთვალებენ,
ჭკნობამდე კართან.
თმობენ სივრცეებს ეზოებში მთვარეულები;
ჩიტის ბუდეებს აგროვებენ, გვიქსოვენ ჰამაკს.
კატის ძვლებია, მტვერშეფერილ სარკოფაგებთან,
ბურანის მიღმა;
შიშის მცველები სიფრიფანა გუშაგებს ჰგვანან.
იფრინე ახლა...
დაუბრუნდი ტკივილს და ხალხთან ამოიჩემე მიახლოება.
ჰო... არა ისე საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში,
როცა სატვირთო შეერია ცოცხალს და მართალს;
როცა სირია სიკვდილისკენ საქმიანობით
მიიწევს სწრაფად;
როცა ტყვიები მშიერისთვის გემრიელია...
არის ასეთი ნაპრალები სამყაროს ტანზე.
იფრინე ახლა...
საფიქრალი დაგიხრის ბეჭებს.
ფარატინაა ყველა ლოცვა, უშინაარსო შეგუება უძლურებასთან.
გააღე ტანი...
გაატანე სურვილს მიმიკა,
უჯრედებს შორის ხვეულებში გადამალული
ბრაზის კონტური.
ჰაერის ტალღებს მიამაგრე ინფორმაცია
შენი განწყობის,
შენი გრუხუნის.
ვინც კი ტკივილებს წაუყრუებს
ფილტვებით იგრძნოს.
ჰაერში ცურვაც შესაძლოა ფრენასთან ერთად.
რა საჭიროა, თუ დინებას დავემორჩილე
ხელები,როგორც ჩემი ტანის ორი ნიჩაბი.

16 აგვისტო 2016 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 736 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0