Загрузка...
გიო ლომიძე - ყველა დღის / gio lomidze - kvela dghis - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - ყველა დღის / gio lomidze - kvela dghis


3:31 PM
გიო ლომიძე - ყველა დღის / gio lomidze - kvela dghis


სისულელეა იძულებით
ვალმოსახდელი,
ჯანიც გავარდეს.
ეს შელოცვები, მილოცვები,
გამოლოცვები.
ყველა კარიდან მეხდამტყდარი
შენი აჩრდილი
გადის ადვილად,
გადის კანიდან, სადაც ხვდება
პირობითობა,
უსახურობად გარდაქმნილი
ღმერთთან ლაქუცი;
და ქანცგამძვრალი
შემოუძახებს:
მომილოცია თქვენთვის ყველა
დღესასწაული.
მოერიდებათ გააბნიონ
სიტყვების მტვერი,
გულწრფელობისგან
ამოშრეტილ წინაპირობად.
მძაფრი სუნი აქვთ მკვდრების
გარდა ადამიანებს,
დააგვიანეს გასწორება ყველა
სიმრუდის,
და რაც დრო გადის ერთმანეთი
უფრო და უფრო
გულმოდგინებით, რუდუნებით
ანაგვიანეს.

26 ნოემბერი 2016 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 789 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0