Загрузка...
გიო ლომიძე - სიზმრების ხიდან / gio lomidze - sizmrebis khidan - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - სიზმრების ხიდან / gio lomidze - sizmrebis khidan


3:32 PM
გიო ლომიძე - სიზმრების ხიდან / gio lomidze - sizmrebis khidan


უნდა დავღეჭო საკუთარი უგერგილობა.
სიზმარს გიამბობ:
იფოთლებოდა იუბეა. ზღვა იყო ხან კი
თითქოს გვეძინა მანძილებით ნაქსოვ ჰამაკში.
არ თენდებოდა.
შტორმის ენაზე ვკითხულობდი ამინდის ამბავს;
ხარკად მოჰქონდათ წკვარამიდან ლოდინის აბგით
დაპირებები ნაწვიმარ და უცნაურ ჩიტებს.
ფრენა არ იყო უწყინარი. ნისკარტებიდან
ბგერების ნაცვლად რომ უშვებდნენ ციცინათელებს,
ზნედაკარგული უწონობის ამოსავსებად.
არამი იყო ბალღამი და იქვე სამსალა
იღვენთებოდა სასმისებიდან.
თვალწასულ ქართა ფარდების მიღმა
კემსავდნენ ამბებს ყურთან დაჩოქილს
ფრთამომტვრეული ილუზიები.
მიწა გვტკიოდა და მისი გემო
მლაშე ფერებად ირეკლებოდა წარმოსახვაში
თან ყოველ ჯერზე მედიდური ბეგონიები,
ასიმეტრიულ და ჩამქრალ მზეს ეფიცხებოდნენ.
ვიწექით დიდხანს... სიზმარი კი არ მთავრდებოდა.
გამოვიღვიძეთ, დავიბერტყეთ შიშების მტვერი
და ერთმანეთში გადავიკარგეთ.

18 იანვარი 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 758 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0