Загрузка...
გიო ლომიძე - ძახილი / gio lomidze - dzakhili - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - ძახილი / gio lomidze - dzakhili


3:33 PM
გიო ლომიძე - ძახილი / gio lomidze - dzakhili


ცას უნდა ასძახო - მელოდე,
გაბედო ბოლოჯერ ამოსუნთქვა
და გამჭვირვალე ქუთუთეობში ჩაიფინო
გადამფრენი იმედები.
თბილი ქვეყნების ილუზია.
საკუთარი ანარეკლის ალეგორია
მოაქციო შიშის მარწუხებში
და გაისროლო.
მოინელო ღიმილი.
ბოლო თეთრი ღამიდან
პოლარული სიზმარი
მოგიყვება დანარჩენს,
როგორ უნდა ეხვიო,
როგორ უნდა ეხუმრო,
უხეირო ფლიდებს და
ხეირიან ჯამბაზებს.
თავს უნდა დასძახო გაები
ყოფნიდან ყოფნამდე ბოგად
არ იუკადრისო მეგზურობა
მოუნელებელი სიცოცხლის,
დანაცრებულ ადგილადაც რომ იქცეს
შენი ხსენება.
რომ ვერ იხანძრო
სულერთია, ვისაც გამურავ
მათ შორის იქნებ ვინმეს სული გაუმტვერიანო.
ჩაეხშობა მარაქა,
სხვა კვერცხსა და ქათამზე.
უწინ ვინ ითარეშა
დასაბამის ნაპირთან.
შენი თავისუფლება უნდა იმშობიარო.
ჭას უნდა ჩასძახო ტაეპი,
შენი ჩაზნექილი ტანიდან,
დანის პირზე გავლილი სისხლივით ჩაეწვეთო .
ექომ ამოგისროლოს
როგორც ძაფის გორგალი,
როგორც სვავის ხორხიდან
ამოზრდილი კივილი.
უღრანებში კედარი
ვეღარ გამოესარჩლოს
ნისკარტიან მხეცებს და
უნისკარტო ფრინველებს.
შენი თავისუფლება უნდა იმშობიარო.

21 ნოემბერი 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 955 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0