Загрузка...
გიო ლომიძე - მეზობელი / gio lomidze - mezobeli - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - მეზობელი / gio lomidze - mezobeli


3:33 PM
გიო ლომიძე - მეზობელი / gio lomidze - mezobeli


გაკვირვებს მეზობლის ოთახში
მათემატიკური უზუსტობით განლაგებული საგნები
და მეზობელი შენ ხარ.
ვაი-ფაის უცნობი პაროლივით გაუგებარია
მტვრიანი ჭაღის ნათურებს შორის დიალოგი.
თვითგანაყოფიერებული სიტყვები
ახალი რასის წინადადებებს მშობიარობენ
და ერთი სიტყვაც არ ხარ.
საუბარს აზრი ეკარგება ხარისხიან ლიტერატურაზე;
აზრი მეზობლის დერეფანია...
სამოქალაქო განწყობები დუმილთან გარიგებას აპირებენ
და შენ გარბიხარ.
არ გჭირდება ძვირფასი სასმელების ხსენება
ინტიმური არომატისთვის,
არც ლიტერატურული ფესტივალების შედეგი
გიჩენს სურვილს, დაასაბუთო ალტერნატიული ჭეშმარიტება.
საკმარისი ხარ შენი ცხოვრებისთვის,
საიმისოდ რომ არ იხმაურო.
სხვებისთვის ლექსები პირველი ქურუმის ლოცვასავით
გაუგებარი, მაგრამ არამისტიურია.
შენთვის პირიქით...
არასოდეს საუბრობს მეზობელი საგნებზე,
სასამართლოს დარბაზზე და მის ინტერიერზე,
რომელსაც მიმიკას ვერ უცვლის დამსწრეთა განწყობა;
არც იმაზე რომ ბევრჯერ ჩავარდნილა
ბაგა-ბაღის კიბეებს შორის ვიწრო სივრცეში
და დაცემამდე საფეხურებს ჩაუთვლემია.
მან შენი სიზმრები მიისაკუთრა. წყალთან გაიქცა.
ნუ დაეწევი...

24 ივლისი 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 742 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0