Загрузка...
გიო ლომიძე - შეჯამება / gio lomidze - shejameba - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - შეჯამება / gio lomidze - shejameba


3:35 PM
გიო ლომიძე - შეჯამება / gio lomidze - shejameba


აი როგორც იქნა შედეგი. დიდ ხანს ველაქუცეთ ელიას.
ასტრონავტები წვიმის საიდუმლოს
ყოველთვის სკაფანდრებში იჩურთავენ.
ჩვენ კი რელიგიური საპოხით ვიმცირებთ
ცოდვათა შორის ხახუნის ძალას,
ძალას შიშისა და მოკრძალების.
რა სახე მქონდა ქაცვის წვენით როცა ვირწყავდი
პირის სიმშრალეს,
შენ მაშინ უნდა გენახე.
თოკებს ჯერ კიდევ უგემოვნოდ ეცვათ სარეცხი.
ისევ გამახსენდა ბუხენვალდი,
სამი დღის წინანდელი საუბრიდან,
როგორ მიყვებოდა მეზობელი
ვიღაც კომენდანტის მეუღლეზე.
ამ დროს კოხი იყო საშინელი,
ფიქრში უარესი - ელზა კოხი,
მზის ჩასვლის შემდეგ ფულის სესხებაზე
მეზობლის უარით განაწყენებულის
იერი რომ ჰქონდა ფოტოზე,
შენ მაშინ უნდა გენახა.
გარეთ ჯერ კიდევ გუბეები ბუშტებს ბერავდნენ.
დილის ნიუსში დრაკონზე ალაპარაკდნენ,
ფართო ნესტოებით მქშინავ დრაკონზე,
ზღაპრიდან რომ გამოქცეულა - ქვეყანას ფერფლავს.
ვინ არ მოიხმეს დასახმარებლად და ვერ მიაგნეს.
გარეთ ჯერ კიდევ დამწვარ ტყეებს ეთხოვებოდნენ.
შენ კი იძახი - სიცხეში კეფირი ასწორებს,
მე კი მგონია - წვიმა ასწორებს, წვიმა.

2 სექტემბერი 2017 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 781 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0