Загрузка...
გიო ლომიძე - არაგრავიტაციული / gio lomidze - aragravitaciuli - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - არაგრავიტაციული / gio lomidze - aragravitaciuli


3:38 PM
გიო ლომიძე - არაგრავიტაციული / gio lomidze - aragravitaciuli


რა შეედრება ჭალებიდან აფრენილი ჭილყვავების ფრთხიალს,
როცა გიკმევენ სიჩუმეში ნისლის ოხშივარს დილის მცველები,
დაჟინებით რომ ჩააფრინდებიან,შენს მიღმა
ყველა უჯრედში გამომწყვდეულ უწონობის სურვილს,
როგორც - მარადიულ ამბოხს; დამარცხებულ რევოლუციას...
მოგადუნებენ და დაგაშორებენ უწინდელს.
ეს შენი შექმნილი სიზმარი იქნება, მაგრამ არა საკუთარი ნება...
აქ არ იქნება ხმაური და ფარისევლობა.
ამ ტერმინებსაც ვეღარავინ გამოიყენებს.
გარდამავალ განზომილებაში გავიშლებით
აქამდე ჯერ არნახული სილუეტების თანხლებით,
რომლებსაც კიდურების ნაცვლად,
თავისუფლების ჩვენს მიერ გამოგონილი სიმბოლოები
ექნებათ გამოზრდილი და ოდნავ შერხევაზე
მორიდებით შეგვიგრძნობენ-ჩაგვიძვრებიან მახსოვრობაში
და გაგვიძევებენ აქედან გამოყოლილ შეუთავსებლობებს,
გამოუსადეგარ ისტორიებს, ფუჭ მცდელობებსა და ცრუ სწავლებებს,
რომელიც ამ ცხოერებაში ადამიანებს
ყოველთვის აკარგვინებდა მნიშვნელოვან დროს.
ჩაგვაბარებენ კუთვნილ სივრცეს სახელ დაურქმეველი სილუტები,
მოიგლეჯენ კიდურნაცვალ ნაწილებს,
გაფანტავენ ჩვენს კუთვნილებაში და შექმნიან გარსს,
რომლის მიღმაც ერთ დროს ნამყოფები,
აღარასოდეს მოვინდომებთ იქ დაბრუნებას,
სადაც ადამიანებს საკვებად ერთმანეთი
ყველაზე მეტად ეგემრიელებათ.

26 თებერვალი 2016 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 848 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0