Загрузка...
გიო ლომიძე - ვფიქრობდი / gio lomidze - vfiqrobdi - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - ვფიქრობდი / gio lomidze - vfiqrobdi


3:38 PM
გიო ლომიძე - ვფიქრობდი / gio lomidze - vfiqrobdi


დიდ ხანს ვფიქრობდი - ქალაქებზე,სოფლებზე.მთებზე
და ვდარაჯობდი გამოღვიძებას,
ესკიზებად რომ გაუფანტავს მიწის მუცელში
დროსთან უძლური მეგზურობის დადასტურება.
იმ არსებებზე ვფიქრობდი ხშირად,
პლანეტებს შორის წარმოდგენებს რომ აჩეჩებდნენ კოსმიურ ქარებს;
პასუხ გარეშე მცდელობებით ვერ დააღწიეს
სამყაროს თავი;
მიისაკუთრეს სხეულები სხვადასხვა ფორმის
და განვითარდნენ;
შემდეგ შეწყვიტეს,იგლოვეს და გამოიგონეს,
ვეღარ განაგეძეს.
ისწავლეს ყველა ლაბირინთის დაბოლოება
რომლის შემდეგაც შერჩათ ისევ სიცარიელე,
მათივე ჩრდილის უსახური პარანოია.
ვფიქრობდი დიდ ხანს - ქალაქებზე,სოფლებზე,მთებზე;
აღარსად იყო - ქალაქები,სოფლები,მთები,
გზები,ხიდები,შენობები,თავშესაფრები,
მინდვრები,წყლები,ვულკანები,ტაძრები,ქარი,
ყულფები,ხმები,ღამეები,სიმღერა,მიწა,
წიგნები,წვიმა ასე შემდეგ... შენშია კვალი
უმისამართოდ გადადგმული ყველა ნაბიჯის.
მანძილებს შორის გაფანტული სიბეცის ფერფლი,
ჩაგუბებული ნესტისა და ხავსის იმედი
უშეღავათოდ,უპირობოდ გითავისებდა.
წარმოსახვითი პირი ჰქონდათ ადამიანებს,
რიდი არ ჰქონდათ ერთმანეთის, ეჩვენებინათ;
მხოლოდ საკვები თავსდებოდა ყველანაირი,
მათ შორის მანამ რაც ყოფილა მიუღებელი;
რასაც კი გემო გაესინჯა - ვის რა შეერგო...
ვინ რას შეეხო,გასინჯა ხან ვინ რა იწამა;
რა მოისურვა,დაფიქრდა ან ვინ რა ითავა
და სამუდამოდ განიდევნა გამოსავალი.
ასე უბრალოდ აღარ დარჩა ფიქრის მიზეზი
თავისუფალი ოცნებების გზაგასაყართან.

24 ოქტომბერი 2016 წლის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 756 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0