Загрузка...
გიო ლომიძე - ღამის ლირიკა / gio lomidze - ghamis lirika - 9 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 9 » გიო ლომიძე - ღამის ლირიკა / gio lomidze - ghamis lirika


3:39 PM
გიო ლომიძე - ღამის ლირიკა / gio lomidze - ghamis lirika


ბოლოს დღენიადაგ
ვტორტმანობ,
თმაში ჭაღარები მეწვია;
რა მაქვს - ცარიელი პორტმონე,
თვალში დირე რომ მაქვს -
ბეწვია.
ხალხი ვისაც ვიცნობ ხალხია,
მათთვის ვინც გამიცნო ვარ -
ხილი;
ზოგჯერ ერთმანეთსაც მახლიან,
ზოგჯერ მესერი ვარ დახრილი.
ხანაც ფერდობი ვარ ციცაბო;
ზურგით ვეზიდები პლანეტებს;
კიდევ სათქმელი მაქვს.
მიცადონ,
ხშირად ვამცირებ და ვამეტებ.
თვალის მეხერხება ხამხამი,
ცრემლი მიორთქლდება მალევე,
მიწევს ხეტიალი ღამ-ღამით,
სადაც ოცნებები გამლევენ.
ხეებს ვესალმები გინებით,
ქარში მიფრიალებს საყელო;
ალბათ დღეს არ გავიყინები,
უნდა მორიდებით ვახველო
შენი სიყვარულის ბალადა;
გზებზე მეგებები ნაშალო,
გვრჩება ნაკვალევი, არა და
მინდა გაფრენამდე წავშალო.
გახსოვს... მაშინდელი
ცარგვალი,
მთვარე თავის სიზმარს
გიმხელდა;
დაგვაქვს მონატრება სხვაგვარი,
ჩვენი სამყაროა იმხელა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 769 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, gio lomidze, giorgi lomidze, leqsebi, leksi, გიორგი ლომიძე, leqsi, leksebi, გიო ლომიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0