| მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - გასტრონომიული / nino qoqosadze - gastronomiuli 
 
 
 
| 11:06 PM  ნინო ქოქოსაძე - გასტრონომიული / nino qoqosadze - gastronomiuli
 
 | დავცარიელდით! ისე -
 როგორც ჩვენი მაღაზიის დახლები -
 ოთხმოცდაათიანებში.
 მარტო ეტიკეტები დარჩა
 და ფასი,
 ქრონიკულად დეპრესიული.
 
 ამიწონეთ ორი გრამი კაცთმოყვარეობა,
 ჩამომისხით ორი მლ.ცრემლი.
 -ეგეც გათავდა?
 
 არა და რა მაჟორულად ჟღერს:
 "სუპერმარკეტი"!
 აბა " გასტრონომი" რა იყო!
 კუჭზე გატარებული ტოპონიმი,
 თუნდაც საღი და მოუდიფიცირებელი.
 
 თქვენ შეგიძლიათ იშიმშილოთ!
 ან...
 ან...
 ან - როგორც გენებოთ!
 
 დღეს აქციაშია ვაშლი -
 გველის გენებით!
 
 2017 მარტი
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 751 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 
 
 
 |