Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - წინა კაცის ამბავი / nino qoqosadze - tsina kacis ambavi - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - წინა კაცის ამბავი / nino qoqosadze - tsina kacis ambavi


11:11 PM
ნინო ქოქოსაძე - წინა კაცის ამბავი / nino qoqosadze - tsina kacis ambavi


ჩემი წინა კაცი ხიდი იყო.
ბონდის კი არა,
ფეხქვეშ რომ გიბარბაცებს
მთვრალი და -
კიდევაც გაზიდებს.
არამედ მყარი,
რომელიც აზიდეს
ფოლადის ჩამოსხმულმა
ბურჯებმა -
ბარძაყებმა.

აბა რა ვიცი...
ჩემდა ჭირად!
(როგორც ყველა პოეტს,
ერთხელ მაინც სიცოცხლეში)
მომინდა ხიდიდან გადახტომა...

ასჯერ გაზომვა დამეზარა.
ისე გავზომე!
და ზუსტად ამ დროს -
ჩამოატარა დინებამ ჭაობი.

აზრზე არ ვიყავი!
(ან როდის იყო პოეტები აზრზე იყვნენ -
როცა ხტებოდნენ!)

ჭაობმა რაც იცის, კი იცით...
ციებ-ცხელება!
მალარია!
და რაც ყველაზე მთავარია,
აქ ყველა ბაყაყი
ნამდვილი ბაყაყია!
და მაგრად ახატია
პრინცი თუ
რომელიმე ზღაპარშია.

ჩემი წინა კაცი ხიდი იყო.
უკანა(სკნელი) ქალისთვის!

დგას ახლა წყალში და
ცეცხლი უკიდია...

და მე -
ამ ლექსის ფინალისთვის,
დაბრუნების კოდექსიდან
გადამწვარი ხიდების პარაგრაფი
უბრალოდ -
გავაქრე!

ივლისი. 2016.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 693 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0