Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - პლაცებო / nino qoqosadze - placebo - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - პლაცებო / nino qoqosadze - placebo


11:14 PM
ნინო ქოქოსაძე - პლაცებო / nino qoqosadze - placebo


მე მოგიყვებით ამბავს,
სადაც პერსონაჟები –
პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ,
მოდიან ჩემთან,
შეწამლული ძილიდან, დილით -
და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.

დეიდა ლილი,
ის ხატავდა
თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა,
ახლა ყვება, ვითომ წუხელ ესტუმრა შვილი.
ხვდები –
საწოლთან მიბნეული
სურათები გაგიფერადეს…

ბატონი კოტე,
(ერთი თვის წინ მოუკვდა ცოლი)
“ეჰ, თქვენ რა იცით...”
მერამდენედ იწყებს თავიდან
ამბავს, რომელიც დამთავრდება:
“…...როცა მიდის მეუღლე.”
ვამბობ:
-ასეა! ნუ, მე - საიდან?...
ვფიქრობ:
“მე და თქვენ, ალბათ იმათ ცაში შევხვდებით”…

დეიდა ნატა, ნატალია,
ის მთელ დღეს ქარგავს –
სოხუმის პალმებს, ზღვას, თოლიებს
და დროდადრო
ხედავ -
როგორ სველდება კანვა...

ძია აკაკი,
მხიარული, ღაჟღაჟა კაცი.
(გვითხრეს, წლების წინ ამოეწვა სახლში ცოლ-შვილი)
ის - დღეს დავკრძალეთ...
ეს ამბავი არასოდეს, არავისთვის მოუყოლია...

ზინაიდა, ზის სავარძელში, ხმას სულ არ იღებს,
(ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან)
ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ -
ის ლექსებს წერდა,
და შემეშინდა...

....................

თავშესაფრის ექიმი ვარ,
სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ,
ვუსმენ – რა მძიმედ
ჩაიფიქრეს,
ამოიფიქრეს...
და მე მაქვს აბი – „თანაგრძნობა“,
ნაღდი პლაცებო –
ყველაფერს არჩენს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 683 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0