Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - ოდა სიხარულს / nino qoqosadze - oda sikharuls - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - ოდა სიხარულს / nino qoqosadze - oda sikharuls


11:15 PM
ნინო ქოქოსაძე - ოდა სიხარულს / nino qoqosadze - oda sikharuls


რა კარგია!
ჰოი, რა კარგია!

...........................................

(პათეტიკური მუსიკა - დაბალ ხმაზე)

............................................

რა კარგია, რომ არსებობენ ბანკის კრედიტები
და მე - საზღვარგარეთ მცხოვრები შვილის მონახულება შემიძლია!
რა კარგია, რომ არსებობენ ონლაინ კრედიტებიც,
რადგან მათი უსაზღვრო ნდობა თვითშეფასებას მიმაღლებს!
რა კარგია, რომ შეიძლება ნიშნობის ბეჭდის დალომბარდება,
და დაცული ხარ -
მარტოხელას გასაძარცვად არავინ მოგვარდება!
რა კარგია, რომ დაიწყო პროექტი „ახალი თბილისი“,
რომლის ფარგლებშიც ჩემი საძირკველჩაშლილი სახლის სადარბაზოს თეთრად ღებავენ!
(რა კარგია, რომ ლილი დეიდას
საყოველთაო დაზღვევის დაფინანსებამ ცოცხალს მოუსწრო!)
რა კარგია, რომ მთელ დღეს პირქუში შენობის კედლებში ვმუშაობ,
ამან, როგორც იქნა, გადამაჩვია ლექსების წერას! (ფაქტი სახეზეა)
და რა კარგია, რომ -
(როცა "ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი")
ზუსტად ჩემი ფანჯრების ქვეშ (აივნისაც)
განთავსებულია ქალაქის სამაშველო სამსახური!!!!!!

........................................

(პათეტიკური მუსიკა ბოლო ხმაზე)

........................................

ვაი, რა კარგია!!!!!!!!!!!!!!!!
უი, რა კარგია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 740 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0