ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2025-01-21, 10:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გენრი დოლიძე - ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები / genri dolidze - dzirs vaznebivit kria kvirtebi


ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1160 / თარიღი: 2015-01-28 / 8:44 PM / ოთხშაბათი

გენრი დოლიძე - ხალხმა რა იცის (როინ აბუსელიძეს) / genri dolidze - khalkhma ra icis (roin abuselidzes)


სიმწრის ცრემლივით ყლაპავ ტაეპებს,
გაჭრილი ციდან ჟონავს მუსიკა...
დაეძებ შენში რაღაც ღვთაებრივ
ექოს და მაინც კაცის პულსი გაქვს...
ყავის ჭიქაში აღრჩობ სუიციდს.
ღამენათევი ლოცვის ნირი გაქვს
ხალხმა თუ იცის?
ხალხმა თუ იცის?
შენი ჯვარცმული ღიმის ლირი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2015-01-28 / 8:43 PM / ოთხშაბათი

თეოფილ გოტიე – უკანასკნელი სურვილი / pierre jules theophile gautier - ukanaskneli survili


მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება
მაქვს თვრამეტი წლის გადანახული!
მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ - ბრწყინვალებას,
მე ზამთარი ვარ, თქვენ - გაზაფხული.

ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე,
აყვავდა თეთრი იასამანი
და ჩრდილი მისი, მალე, თვალებზე
დამეფინება, როგორ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1979 / თარიღი: 2015-01-28 / 2:06 PM / ოთხშაბათი

თეოფილ გოტიე – საიმქვეყნიო კოპწიაობა / pierre jules theophile gautier - saimqveknio koptsiaoba


როცა მოვკვდები, ვიდრე მიმავალს
დამიჭედებდეთ კუბოს ლურსმანით,
კარგი იქნება, ფერმკრთალ ყვრიმალებს
თუ ცოტაოდენ ფერს წაუსვამდით.

მე მსურს, ისეთი, შენ რომ გამიცან,
ვიყო, მიწაში როცა ჩავწვები,
წარბზე ფანქარი რომ გადამისვან
და ვარდისფერი მქონდეს ღაწვებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1553 / თარიღი: 2015-01-28 / 2:05 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - პარიზული ჩანახატი / paul marie verlaine - parizuli chanakhati - croquis parisien


მთვარემ შუქი თუთიის
ბლაგვი კუთხით მოჰფინა,
სქელი კვამლის სვეტები, მინამგვანი ხუთიანს,
სახლებმა, თავწოპინამ, ცისკენ ააფოფინა.
ცა კი თალხი იყო და ქარი, სუსხმორეული
ფაგოტის ხმით ავობდა.
სადღაც, შორს, მიმალული, სნეული და ეული
და სიცივით ძლეული კატა გულსაკ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1400 / თარიღი: 2015-01-28 / 1:11 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - შემოდგომის სიმღერა / paul marie verlaine - shemodgomis ca - chanson d’automne


გაბმული გოდება
ჟღერს ვიოლინოთა,
შემოდგომური,
გული მეკოდება,
მძლევს უნიათობა,
მონოტონური.

სული მეხუთება,
ვფითრდები მაშინ, როს
საათი რეკავს,
რადგან ეს წუთები
მახსენებს წარსულ დროს
და ცრემლი მლეკავს.

მივდივა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1781 / თარიღი: 2015-01-28 / 1:09 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - სახურავზე უღრუბლო ცა... / paul marie verlaine - sakhuravze ughrublo ca...


სახურავზე უღრუბლო ცა
ლურჯ ანარეკლს ტოვებს,
სახურავთან ხე ირწევა,
ანანავებს რტოებს.

ხეზე ჩიტი ტკბილად მღერის,
ზარი რეკავს ციდან,
ო, ეს შფოთვა დამქანცველი
მოდის ქალაქიდან.

აქ კი სულ სხვა სამყაროა,
მარტივი და მშვიდი,
მადლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1508 / თარიღი: 2015-01-28 / 1:08 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - მღვიმეში / paul marie verlaine - mghvimeshi


აქ, თქვენ მუხლებთან მინდა ახლა მოვიკლა თავი,
რადგან ამ ტანჯვის გასრულებას აღარ მოველი
და თვით ძუ ვეფხვი ჰირკანიის დაუნდობელი
თქვენს გვერდით მოჩანს, ვით უმანკო, უმწეო კრავი.

ჰოი, კლიმენავ, მე ტკივილი მარგუნეთ მხოლოდ
და ეს მახვილი გადამტანი უამრავ ომთა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1286 / თარიღი: 2015-01-28 / 1:07 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - მუსიე პრუდომ / paul marie verlaine - musie prudom


დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
ან მობიბინე მდელოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2015-01-28 / 1:07 PM / ოთხშაბათი

პოლ ვერლენი - ძველი დროის სწავლულებს / paul marie verlaine - dzveli drois stscavlulebs


ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ,
და ეს, იდუმალების, არ გამოდის ჩეროდან,
რომ შეეძლოთ, ზეცაში, ბედისწერის დანახვა
და სულების შეცნობა ვარსკვლავების თანახმად.
(არაერთხელ გამხდარა ეს დაცინვის საგანი,
თუმცა, თავად დაცინვას არა აქვს გასაქანი,
რადგან, ხშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1175 / თარიღი: 2015-01-28 / 1:03 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 160 161 162 163 164 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0