ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 8:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ლექსო დორეული - ჯოჯოხეთში / leqso doreuli - jojokhetshi


როგორც ისრები დამაშვრალ საათს,
სხეულსაც ისე სცვივა ხელები.
ნუთუ ეს ყოფა წამებს გაგატანს
და ჯოჯოხეთშიც არ დაბერდები?!!!

ცრემლებში რიდით რომ იმალები,
ცრემლში დაგეხრჩო წარსულის გმინვა,
სისხლში ბუღრაობს თეთრი თვალები,
ოხშივრით გამძღარ ვულკანში გძინა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1259 / თარიღი: 2014-11-30 / 1:07 PM / კვირა

ზურაბ ნოზაძე - თოვლის საგალობელი / zurab nozadze - tovlis sagalobeli


შენ ხარ ლამაზი სიკისკისეთი,
შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,
შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,
წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.
შენა ხარ ბავშვი გაშლილ ფრთიანი,
ბაგე-ნორჩი და თვალებ-ნაბია,
თითქოს სინაზის ცაში შრიალით
ნატვრებს მიგზავნის მთვარე და ია.
შენა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1013 / თარიღი: 2014-11-30 / 1:05 PM / კვირა

ზურაბ ნოზაძე - სურათები / zurab nozadze - suratebi


ღამე ამბორს გაინაზებს,
წყარო იჭვით ათრთოლდება,
მთვარე ამ დროს აივანზე
გამობრიჯიტბარდოვდება...
წმინდას, ფიფქ-თოვლ-ბაგემოსილ
წყაროს ახლა მთვარე რთავს და
ციდან თვითონ ანგელოზი
ჩამონესტანდარეჯანდა...
მხნეობს, ფრინავს თვალი ცაზე,
დათმო ძველი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1230 / თარიღი: 2014-11-30 / 1:04 PM / კვირა

იორამ ღუდეშაური - განცდათ ჭიდილი / ioram ghudeshauri - gancdat chidili


ბარდნაა, ჟამი გულკუპრობს...
რას ვიზამთ, ზამთრობს ზამთარი.
დღე მოდის– უფრო და უფრო
ისმის ზვავთ ზავთი, დგანდგარი.
ქარი ყეფს, ყური ყრუვდება,
გული წყლულდება მომრჩალი,
ბაგე ვედრებას უნდება,
თითებს აცვდება `ლოცვანი”;
ფიქრი საფიქრალს არ სწყდება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2014-11-30 / 12:59 PM / კვირა

იორამ ღუდეშაური - ეპიტაფია მეფეთა აკლდამაზე / ioram ghudeshauri - epitafia mefeta akldamaze


მეფეთ ტახტს მჯდომნი, მოლხენით,
გულს არ ვალხენდით მტრისასა,
ჩვენც ისე დავიმარხენით,
მკვდრებს რომ ვმარხავდით სხვისასა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2014-11-30 / 12:58 PM / კვირა

იორამ ღუდეშაური - ღამე საზღვარზე / ioram ghudeshauri - cghame sazghvarze


ბნელა... კლდეში წივის ქარი,
გაწეწილი, როგორც ალი.
ჟამი მეფობს ცოდვა-ბრალის,
საგანგაშო რეკავს ზარი.
თოვლით ავსებს ხევებს, ხრამებს,
ტოტებს ალეწს ფიჭვიანებს,
გაღმა მგელი მოხანხალებს,
გზად ურემი მიჭრიალებს.
ქედებს ტანზე სამოსს ახევს,
ნაფლეთ- ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-11-30 / 12:57 PM / კვირა

დარეჯან ბატიაშვილი - ჭაშნიკი / darejan batiashvili - chashniki


ვერ მოვუყარე ერთად თავი უცნობს და ნაცნობს,
უთავბოლობით შევამცირე დღეების ჯარი,
გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი ლექსი, პატივი დამდოთ,
ხომ არ ჩასხმულა უნებლიეთ ჭაშნიკში წყალი?
მზემ თუ დააცხრო მომავლისთვის დაღვრილი სისხლი,
ან უდროო დროს შეაშფოთა მამალმა ბინდი,
დრო გათან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1083 / თარიღი: 2014-11-30 / 12:55 PM / კვირა

გიორგი თუშიშვილი - არ შედრკე წამით / giorgi tushishvili - ar shedrke tsamit


ახალგაზრდა ხარ და, გამბედავი,
შენთვის უცხოა, რას ნიშნავს შიში,
გამბედაობაც საკმარისი გაქვს,
რომ ასახელო გვარი და ჯიში.
ჰოდა, წინ გასწი, ჩემო ძმობილო,
თან წაიყოლე მანდილი დედის,
ვენებში გიდუღს დარიალი და
თავზედ გახურავს კავკასის ქედი.
წინ ომის გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1297 / თარიღი: 2014-11-29 / 5:30 PM / შაბათი

გიორგი თუშიშვილი - ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები / giorgi tushishvili - kovel dilit me shens cremlebs veferebi


ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
და სტროფებად შემორჩენილ გულღვიძლს ვხარჯავ.
ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები,
ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
ხანდახან კი გავიხსენებ შეფე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 8543 / თარიღი: 2014-11-29 / 5:29 PM / შაბათი

გიორგი თუშიშვილი - სიყვარულია / giorgi tushishvili - sikvarulia


ნეტა რა არის სიყვარულიო? -
კითხვა დამისვეს ასე ამგვარად,
სიყვარულია, როცა გიორგიმ
პაატას თავი ცრემლით წაჰგვარა.
სიყვარულია, რომ აბო ტფილელს
ნამდვილი რწმენა სულში გაუჯდა
და თაფლწასმული ცოტნე ბატონი
თავის ლომგულებს გვერდით დაუჯდა.
სიყვარულია, რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1489 / თარიღი: 2014-11-29 / 5:27 PM / შაბათი

« 1 2 ... 198 199 200 201 202 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0