Загрузка...
ნანუკა ქაჯაია - ოთოს ხსოვნას / nanuka qajaia - otos xsovnas - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ნანუკა ქაჯაია - ოთოს ხსოვნას / nanuka qajaia - otos xsovnas


9:40 AM
ნანუკა ქაჯაია - ოთოს ხსოვნას / nanuka qajaia - otos xsovnas


უნდა მენახე.. ვიძახი ყრუდ და
უიმედობა მისველებს თვალებს,
მემახსოვრები გპირდები მუდამ
და ვნანობ ახლა დაკარგულ წამებს.
არ ვიცი ტკივილს თუ აღწერს ლექსი,
რას შევადარო ფიქრი ამგვარი,
რეალობას რომ ამჯერად ვერ ვცვლი,
გულში მეღვრება ცრემლის მაგვარი.
ჩემთვის იყავი სტიმული, ბიძგი,
რომ შემძლებოდა ამაზე მეტი
და ახლა თითქოს ვეღარც კი ვიბრძვი,
რადგან მგონია მე თავი წვეთი.
შენ ხომ ამბობდი: იკითხე ბევრი
და მეც ვკითხულობ ჰომეროსს, ბოდლერს,
მინდა რომ ვიყო შენსავით ბრძენი,
მაგრამ ჯერ მხოლოდ ლექსად ვწერ ბოდვებს.
აწი ვის ვკითხო ისეთი რჩევა,
შენ რომ შეგეძლო მოგეცა ჩემთვის,
ამის ხსენება მე მექცა ჩვევად
და ვნანობ- მომხდარს ვერავინ შეცვლის.
როგორ იტირონ ის ერთი შვილი
მშობლებმა, როცა შენ აღარ ივლი,
რა ვუთხრა ოთო, რით ვანუგეშო,
ამგვარ ღირსებით აღმზრდელნი გმირის?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1247 | დაამატა: nanuka_qajaia | ტეგები: nanuka qajaias poezia, nanuka qajaias leqsebi, ნანუკა ქაჯაიას შემოქმედება, ნანუკა ქაჯაიას პოეზია, nanuka qajaias shemoqmedeba, ნანუკა ქაჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0