10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 11:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10



არჩილ ფირცხალავა - შენ ლამაზი ხარ / archil firckhalava - shen lamazi khar


შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ როგორც მიმოსა,
მე რომ მაწვალებს, რომ მაწამებს შენი თმებია,
ჩუმად გადმოდის თებერვლის თვე ოქროს ტილოზე
და გატაცება აღტაცებას შერითმებია.
შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ, როგორც მიმოსა,
მე რომ მაწვალებს, საყვარელო, შენი თმებია,
მიმოზასავით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1444 / თარიღი: 2014-09-10 / 5:52 PM / ოთხშაბათი

ირაკლი ფაღავა - შემოდგომაა მარიამის / irakli paghava - shemodgomaa mariamis


შენ დღეს მიჰყვები იდუმალ მთვარის
ღრუბლებში წოლას, ვნებიან ლივლივს.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის,
რომელიც მოდის და ასე გივლის.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის
სტროფებს რომ კრეფს და
გიფანტავს კარად;
ვით პოეზია შეშლილი ქარის,
ვით უკვდავება მარად და მარად ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1556 / თარიღი: 2014-09-10 / 5:51 PM / ოთხშაბათი

ირაკლი ფაღავა - მახსოვს / irakli paghava - makhsovs


მახსოვს გაურიყავი
პატარა ნავი ვიყავი
და ტალღამ მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ მას, რაც შენია.
მახსოვს გაურიყავი
ნათელი ბავშვი ვიყავი
და გულმა მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ რაც შემოგრჩენია.
მახსოვს გაურიყავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2014-09-10 / 5:50 PM / ოთხშაბათი

ირაკლი ფაღავა - მარიამს / irakli paghava - mariams


თოვს უნაზესი დარად ბავშვობის
და ფიფქთა ფარდის არის რიდობა.
სახურავებზე თოვლის გაშრობის
საფრთხე იწყება. ქრება მშვიდობა!
სტროფებს ფურცელზე სისხლად გიფშვნიდი,
რაც მე იდუმალ განცდებს მიმატებს.
გაუთავებლად ბარდნის სიმშვიდით
და ჩემს მორევში ფიქრი მიმათრევს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3268 / თარიღი: 2014-09-10 / 5:49 PM / ოთხშაბათი

ლევან ფანჩვიძე - რუსთველური სიყვარული / levan fanchvidze - rustveluri sikvaruli


რა ძლიერ შევცოდე, არ უნდა გამეშვი
მე ვგავდი ავთანდილს,
ცრემლებით ვიმღერე,
მწირივით დავდივარ ყორნისფერ ღამეში
და უკან ყვავივით მომჩხავის სიბერე.
ძელქვებმა წუხილის ტოტები დახარეს,
თინათინ! გეძახი მე შენი მელექსე,
ცხრა კუბო წაიღეს მხედრებმა
ცხრა მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1718 / თარიღი: 2014-09-10 / 5:46 PM / ოთხშაბათი

ლევან ფანჩვიძე - მე დამესიზმრა / levan fanchvidze - me damesizmra


წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.
როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.
ვარ ყველა დროი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 1847 / თარიღი: 2014-09-10 / 5:45 PM / ოთხშაბათი

დავით ტიგინაშვილი - ფურთხის ღირსი ხარ, ქვეყანავ / davit tiginashvili - furtkhis ghirsi khar, qvekanav


ნეტავი მტერს ეს ქვეყანა
ვინ მისცა სააგარაკოდ,
გამაგებინეთ, ვინა ხართ,
ან რა გაქვთ სალაპარაკო...
რა ხოცვა-ჟლეტა აგიტყდათ,
რა სენი შამაგეპარათ,
ბრძენი ყოფილა აკაკი
ფურთხის ღირსი ხარ, ქვეყანავ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-10 / 5:44 PM / ოთხშაბათი

დავით ტიგინაშვილი - პაატა / davit tiginashvili - paata


რუსუდან ცეკვით დაღლილი
კარავს დაეცა ელვადა...
ვაიმე, შვილო პაატავ,
ობლად რჩენილო მძევლადა!
დოდმოურავის ბოკვერო,
თუ გესმის მამის ძახილი:
შენს უკან საქართველოა,
წინ კი _ ჯალათის მახვილი!
პაატას ცრემლი გაბრწყინდა
შეწირულ ხარის რქაზედა!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1774 / თარიღი: 2014-09-10 / 5:44 PM / ოთხშაბათი

დავით ტიგინაშვილი - ლექსებს ვწერ, კაცს ხომ არა ვკლავ / davit tiginashvili - leqsebs vtscer, kacs khom ara vklav


ლექსებს ვწერ,
კაცს ხომ არა ვკლავ,
ფეხზე მკიდია
ვის რა შურს,
ჭიუხში ჯიხვის
ძვლებსა ვღრღნი
და ზედ ვაყოლებ
კლდის ნაჟურს...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1428 / თარიღი: 2014-09-10 / 5:42 PM / ოთხშაბათი

დავით ტიგინაშვილი - გაგახარებ, საქართველოვ... / davit tiginashvili - gagakhareb, saqartvelov...


დღე და ღამე უკან დამდევს
ჩემი ყრმობის აჩრდილი,
დარიალის წყაროებით
და მტვრითა ვარ გაზრდილი.
ჭიუხებში შენი ქვეყნის
საზღვრის დაცვას სხვა რა სჯობს,
მე და თერგი საქართველოს
დარიალზე ვდარაჯობთ.
მყინვარწვერო, მე გულს მიკლავს
შენი ტრფობა ფარული, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1415 / თარიღი: 2014-09-10 / 5:41 PM / ოთხშაბათი

დავით ტიგინაშვილი - ჩონგურზე ამღერებული / davit tiginashvili - chongurze amgherebuli


ჩონგურზე ამღერებულ _
მამაჩემის დაძარღვულ ყელზე
საქართველოს ძველი რუკა დავინახე _
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული...
აი, რატომ მქონია
გულ-სისხლძარღვებში
ჩადუღაბებული
მთელი საქართველო!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1753 / თარიღი: 2014-09-10 / 5:40 PM / ოთხშაბათი

ნინო ტეფნაძე - წამო, ღმერთი მივახატოთ ზეცას / nino tefnadze - tsamo, ghmerti mivakhatot zecas


წამო, ღმერთი მივახატოთ ზეცას
ჰორიზონტი სადაც ხვდება ღრუბლებს
ადრე ქუჩებს ნაცრისფერი ეცვათ
ზეცა, როგორც ჭუჭყიანი გუბე.
სახლი მხოლოდ კედელია ოთხი,
სიმყუდროვით შევაწებე გუშინ
გადაგიდებ მდინარეზე ოთხ ხიდს
ამ ხიდებზე გავაშენებთ ნუშებს.
ვარსკვლავები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1124 / თარიღი: 2014-09-10 / 5:38 PM / ოთხშაბათი

ლაშა ტბაური - მე დასასრულის დავნებდი სურვილს / lasha tbauri - me dasasrulis davnebdi survils


მე დასასრულის დავნებდი სურვილს,
საუკუნენი ისევ მიჰქრიან.
ნისლივით სუსტი ვის მივცე სული,
მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია.

როცა ყოყმანობ... ყოფნაა ძნელი,
დამბედებია გზები ირიბი.
ალესილია თიბათვის ცელი
და ბალახების ისმის ტრიალი.

ცხოვრებას ვენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-09-10 / 5:37 PM / ოთხშაბათი

ლაშა ტბაური - ლექსი რა არის, გულს მოგცემ / lasha tbauri - leqsi ra aris, guls mogcem


ლექსი რა არის, გულს მოგცემ,
სულ ნაპერწკლები ეკიდოს,
შენთვის ნატყვიარ ჯიხვივით
კლდეებზე გადმოვეკიდო.

სულმოუთქმელად ვეფხვივით
ცხრა მთანი გადავირბინო,
ვარდი გსურს? _ ვარდი რა არის,
მინდორი აგიბიბინო.

წყარო გსურს? _ წყარო რა არის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2309 / თარიღი: 2014-09-10 / 5:35 PM / ოთხშაბათი

ნინო ტარყაშვილი - ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსოვნას / nino tarkashvili - ckhra dzma kherkheulidzis khsovnas


ვაი, დედა, სიწითლე
შეეპარა მზესაო,
ცხრა ვაჟკაცი მოგიკლეს,
ცუდ დღე დაგიდგესაო.
ცხრა შავი ნაბდის ქუდი
სისხლში მოსვარესაო,
ცხრა შავი ჩოხის კალთა
სისხლში გახუნდესაო.
ცხრავე წყვილი მხარ-მკლავი
სულ უძრავად ძევსაო,
მზემ ცხრა თვალი დახუჭა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1243 / თარიღი: 2014-09-10 / 5:34 PM / ოთხშაბათი

ნინო ტარყაშვილი - საშობაო / nino tarkashvili


ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო~,
ანგელოზთა უგალობეს,
ხმა ეფინა ქედებსაო,
იღიმება ღვთისმშობელი,
გული იტევს ედემსაო,
ცაზე მთვარე-ვარსკვლავები
მოუხატავთ მტრედებსაო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1533 / თარიღი: 2014-09-10 / 5:33 PM / ოთხშაბათი

ეკა ტალახაძე - ფერეიდნელ მეგობრებს / eka talakhadze - fereidnel megobrebs


"თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით"

ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1322 / თარიღი: 2014-09-10 / 5:32 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - წრე / davit takidze - tscre


ვზივართ მე და ჩემი ბიჭი
მდინარიდან დაბრუნებულნი
გადაჭრილ მორზე,
სოფლის სასაფლაოს გვერდით,
ირგვლივ შამბნარია და
მყუდროებას მხოლოდ
კუტკალიების ხმა არღვევს.
ვზივართ ასე ერთმანეთის პირისპირ...
მარადისობაში წამით დასიზმრებულები,
ერთი საწყისის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-09-10 / 5:31 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - შვილებისადმი / davit takidze - shvilebisadmi


ხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,
დაჩაგრულმყავხართ, ჩემო შვილებო,
გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე
ობოლ-გერივით გამოზრდილებო.
ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,
ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,
ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,
რა მექნა, თქვენთვის რა მომეტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-09-10 / 5:30 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - პოეტი / davit takidze - poeti


ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.
შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დადიხარ შენი დარდი _ ლექსებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1178 / თარიღი: 2014-09-10 / 5:28 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - დისადმი / davit takidze - disadmi


ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა,
განგების ნებით გადაკარგული...
ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა
და კრიმანჭული სხვენზე გაკრული.
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი,
კანდელ-წანდილით ჩათავდა მარხვა,
და ჭლექიანი _ ნესტი ამინდი _
სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1280 / თარიღი: 2014-09-10 / 5:28 PM / ოთხშაბათი

გაგვიზიარეთ თქვენი გემოვნებით შერჩეული 10 საუკეთესო ლექსი ან პოემა


საიტზე შემობრძანდით სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით და დაწერეთ კომენტარის სახით თქვენი გემოვნებით შერჩეული 10 საუკეთესო ლექსი ან პოემა და გამოიწვიეთ საკუთარი მეგობრები.

კომენტარები: 4 / ნანახია: 2411 / თარიღი: 2014-09-10 / 4:14 PM / ოთხშაბათი

გაგვიზიარეთ თქვენი გემოვნებით შერჩეული 10 საუკეთესო ნაწარმოები


საიტზე შემობრძანდით სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით და დაწერეთ კომენტარის სახით თქვენი გემოვნებით შერჩეული 10 საუკეთესო ნაწარმოები და გამოიწვიეთ საკუთარი მეგობრები.

კომენტარები: 7 / ნანახია: 3093 / თარიღი: 2014-09-10 / 4:07 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - უნდა წავიდე / davit takidze - unda tsavide


უნდა წავიდე, ჟამი არ იცდის,
აქ მო, ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო,
უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი,
მძულხარ ნეხვივით, ცხოვრებავ ჩარჩო.
რა ხდება, სანჩო, წუთისოფელი
მხოლოდ ცოდვილთა არის სადგური,
მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ,
რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-09-10 / 3:54 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - რაც გასაცემი არსებობდა / davit takidze - rac gasacemi arsebobda


რაც გასაცემი არსებობდა,
წარსულში დარჩა,
ჰყვება და ჰყვება სარეკელა,
ძველ ჟამს იხსენებს,
გადაჭრილ მორზე ფრთებმოკეცით
დაეშვა ყანჩა,
თითქოს მოხუცი მამაჩემი
ლოდზე ისვენებს...

კომენტარები: 0 / ნანახია: 995 / თარიღი: 2014-09-10 / 3:29 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - მეუფე თადეოზ იორამაშვილს / davit takidze - meufe tadeoz ioramashvils


მეუფე თადეოზ იორამაშვილს
რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე
წუთისოფელთან ჩემი წანწალი,
გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში,
სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,
ვერ ვამზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-09-10 / 2:50 PM / ოთხშაბათი

დავით ტაკიძე - ესა ვართ, რაც ვართ ... / davit takidze - esa vart, rac vart ...


ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ლაქლაქი და დამარცხება.
ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით,
და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით,
პილატესავით ხელებს ვიბანდით
და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2014-09-10 / 2:49 PM / ოთხშაბათი

ტერენტი გრანელი - გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები / terenti graneli - gatavda, morcha, mitsaze vrchebi


გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.

თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე,
გული სუსტია დ უფრო მწირი.
საცაა მოვა ახლა აკაკი
და როიალიც დაიწყებს ტირილს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2014-09-10 / 2:45 PM / ოთხშაბათი

ტერენტი გრანელი - გავიდა კვირა / terenti graneli - gavida kvira


გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.

გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმაი!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.

მე, როგორც ვატყობ, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1138 / თარიღი: 2014-09-10 / 2:28 PM / ოთხშაბათი

ტერენტი გრანელი - მე და გალაკტიონი / terenti graneli - me da galaktioni


ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-09-10 / 2:23 PM / ოთხშაბათი

გოგა ტრაპაიძე - შეშლილი ლექსი / goga trapaidze - sheshlili leqsi


პირველად ნაგრძნობი ბავშვური ფიქრივით,
ზეცა გულუბრყვილოდ წვეთებად ტიროდა,
ასი წლის მოხუცის ბავშვური ტკივილით,
ვიღაცა ბედშავი შენს სახელს ყვიროდა...

ვცოფდები, სიბრაზე დუელში მამარცხებს,
შენს სახელს რად ყვირის? ვინ არის? რა უნდა?
დამიპყრო ველურის ბუნებამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1226 / თარიღი: 2014-09-10 / 2:18 PM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0