29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 11:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29



გურამ ლაცაბიძე - ჯვარცმა / guram lacabidze - jvarcma


მიდიხარ თოვლში
და ხორბლისფერ დალალებს მალავ.
შენს ნაფეხურებს ჯვრის ფორმა აქვს,
უკან მოგყვები.
მე ზედმიწევნით ვიმეორებ ყველა შენს ნაბიჯს,
და ღმერთმა უწყის
რა ძალით
ან შეუძლებლობით,
ჩემს ნაკვალევში გამოარჩევ ქრისტეს სილუეტს.
იხურებს ზეცა ჭ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1367 / თარიღი: 2014-09-29 / 9:00 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad


ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1488 / თარიღი: 2014-09-29 / 8:59 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - ხეები / guram lacabidze - kheebi


ყველა ხეს უნდა ჰქონდეს მიზანი
და თუ არა აქვს, დე, შეეძინოს.
ზოგი ზაფხულის იყოს მისანი,
ზოგს შემოდგომის ნისლში ეძინოს.

ჰყვაოდეს ყველგან - ბარში და მთაში.
სანამ ამინდში მზე შეიპარა,
ის რა ხე არის თუკი ზამთარში,
ერთი ბეღურა ვერ შეიფარა?!

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1486 / თარიღი: 2014-09-29 / 8:58 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - პოეტს ცხოვრებაში სხვა რა მევალება / guram lacabidze - poets ckhovrebashi skhva ra mevaleba


პოეტს ცხოვრებაში სხვა რა მევალება
და რა უაზროა ყველა დანარჩენი.
შენ და ჩემი ქვეყნის თეთრი მწვერვლები,
ზეცას შეხიდული, როგორც ყავარჯენი
დამაქვს სიფრთხილით და დამაქვს მოთმინებით,
ალბათ წლების მერე ამით გამარჩევენ...

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-09-29 / 8:56 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - ვერც-ლიბრი / guram lacabidze - verc-libri


სოფლის თავლაში ლურჯთვალება გოგონას ვხატავთ,
თუმც ამ თამაშში გამირბის ფუნჯი
და რა ურჩია შენი მოლბერტიც.
ალბათ მოვბერდით,
ჩემო კარგო,
ალბათ მოვბერდით!
ჩვენი მხატვრობა დაემსაგვსა უფრო ბაროკოს
მობევრდა განცდა ( გახდა-მარტივი)
იქნებ აღარ გვაქვს ხატვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1286 / თარიღი: 2014-09-29 / 8:54 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - პატარა მარიკუნას (ექსპრომტად) / guram lacabidze - patara marikunas (eqspromtad)


მ - არტის ამინდივით ოდნავ შენისლული,
ა - დრე ავადმყოფი გული განიკურნა,
რ - ადგან გიყურებ და ვფიქრობ შენი სული
ი - ტევს გასაოცარ სითბოს მარიკუნა.
კ - რთიან ეგ თვალები წამწამთ აფრებიდან
უ - ფლის ცრემლისხელა სახეს მოფენილი
ნ - უთუ ზღაპარი ხარ რჩეულ ზღაპრებიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1216 / თარიღი: 2014-09-29 / 8:52 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - მთვარე - მიჯაჭვული ანდრომედა / guram lacabidze - mtvare - mijachvuli andromeda


მთვარე – მიჯაჭვული ანდრომედა
და ღამის უღმერთო მისტერია.
წვიმებიც რაღაცას დარდობენ და
წვიმებიც რაღაცას მისტირიან.
ვაჰ, დღეთა ანაზდად დაცილება,
განაზდა, განელდა მხურვალება.
ხეები აგვისტოს აცილებენ
და ტანზე სიყვითლეს იხურებენ.
გაქრა ძველებური გახე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1450 / თარიღი: 2014-09-29 / 8:51 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - შენ წახველ / guram lacabidze - shen tsakhvel


ჩხატნი და ჭიუხვნი შემეკვრნენ საწყევრად,
ვერ დავთმე სწორფერის ქუბისფერ დალალი,
ვერ დავთმე ქალაი სხვის სათქმელ – საწერად,
ცრემლ ნამის ნაჟური, ტან–ფეხი – ხარ– ლალის.

დამსცქერის თავს ზემოთ კლდეები ფრიალო,
დამჩემდა ბეჩავსა მწვერვალზე ხეტება,
რარიგად მომინდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-09-29 / 8:47 PM / ორშაბათი

გურამ ლაცაბიძე - განცხადება: დამეკარგა მუზა / guram lacabidze - ganckhadeba: damekarga muza


განცხადება:
დამეკარგა მუზა.
აღწერილობა:
ვისთვის მაღალი ვისთვის დაბალი!
ქერა - თმის შეღებვის შემთხვევაში.
გამჭოლი მზერით და გამომჭოლი ხელით!
ხასიათი - მსუბუქი
ყოფაქცევა - მძიმე
მეტწილად თავმდაბალი. შიგადაშიგ ამპარტავანი.
ვერ იტანს ვაი პოე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2014-09-29 / 8:45 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა / amiran janjghava - damchemda gantskoba an ufro aura


დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა,
ერთ დროს,რომ ტანჯავდა დანტეს და ლამანჩელს.
თითქოსდა, ქუჩებიც დააფრთხო ხმაურმა
გარეთ რომ გაუდით, ნამიან დამბაჩებს
ნამიანს, რადგანაც ტირიან თოფები
და იქვე ჭადრებთან ბავშვივით ვსლუკუნებ.
ბოლოა ღამე და მიდიხარ, თხოვდები
ხვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-09-29 / 8:38 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - უპოეზიოდ / amiran janjghava - upoeziod


ჩემი მშობლები, ახლაც იმ ძველ, სიმებს უვლიან
ოთახის კედლებს, რომ კვებადნენ,როგორც აირი
და თუ უღმერთოდ, ეს სიცოცხლე სიმბოლურია
უპოეზიოდ, ამოსუნთქვაც რაღაცნაირი
ფერმკრთალია და ზოგჯერ უფრო უღიმღამოა.
ჩემი მშობლები დღეს წიგნებსაც ისე უვლიან
რომ გალაქტიონს სარკმლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1547 / თარიღი: 2014-09-29 / 8:37 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - გასულ კვირიდან ... / amiran janjghava - gasul kviridan ...


იქნებ, დაირღვეს ერთ ღამესაც გრავიტაცია
ბრუნვაც შეწყვიტოს ერთდროულად, ყველა ორბიტამ
ტატოს მერნებს, ან ლურჯა ცხენებს გავიტაცებ და
ათას მეერთე, უკანასკნელ ვარდსაც მოგიტან.
იქნებ,ფილტვები შეუხორცდეს ატმოსფეროსაც
მერე მიხვდები,სუნთქვა როგორ გასაკვირია
რადგან ოცნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1324 / თარიღი: 2014-09-29 / 8:36 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - ივნისივით... / amiran janjghava - ivnisivit...


ზოგჯერ ამინდებსაც ტანჯავთ ამნეზია.
ვფიქრობ აპრილია უფრო ეს ივნისი
არა,საუბარი განა ამაზეა,
მაგრამ,ივნისი და ასე პესიმისტი?!
არა,არ მახსოვს და თანაც ხარაკირი
ისე გამალებით სურს,რომ ამნეზია,
მართლაც მიზეზია,თორემ სხვა რა ჭირი?!
როცა,წვიმაშიც კი ისე ლამა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2014-09-29 / 8:35 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - მომენდეთ ჰერცოგ... / amiran janjghava - momendet hercog...


მომენდე ჰერცოგ,მაგ წოდებას არა აქვს ფასი
უმჯობესია,ისევ გერქვას მარტივად - ბობი,
რადგან მოჰგავხარ,იმ შენობის შეფერილ ფასადს
გარედან ლამაზს,ოთახი,რომ სავსე აქვს ობით.

ბობი,ნუ ფიქრობთ,ვინმეს თქვენი სამოსის შურდეს
ოქროს ჩარჩოში გამოფენილ,მაგონებთ ტილოს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-09-29 / 8:34 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - არ არის მერწმუნეთ, ეს ასე მარტივი / amiran janjghava - ar aris mertsmunet, es ase martivi


არ არის მერწმუნეთ, ეს ასე მარტივი
სამშობლოს, მოკვეთილ მკლავებს,რომ უმზირო
და როცა თბილისში მზიანი მარტია,
სოხუმში ითვლიან, ღამეებს უძილოს
ითვლიან და რადგან, თითები არ ყოფნით
მიწაზე იწყებენ წყლულების მონიშვნას,
წლები კი არქმევენ ამ ტკივილს ,,აკოფებს,,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1239 / თარიღი: 2014-09-29 / 8:33 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - არტემიდა / amiran janjghava - artemida


შენ ხარ ესმერალდა,მე კი მონატრება
სუნთქვა, ხშირია და ზოგჯერ უფრო რთული.
მესმის გაგიჟება,მაგრამ მონოტონურ
მაჯისცემასავით, შენსკენ მომართული
ვგავარ უსასრულოდ,შეშლილ ბარათაშვილს.
შენ ხარ ქალღმერთი და უფრო არტემიდა
მე კი მეეზოვე.როცა ბარათებს ვშლი
ძველი უ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1248 / თარიღი: 2014-09-29 / 8:31 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - გემატომა / amiran janjghava - gematoma


გულის სარქველზეც კი, ყველა გემატომა
ვფიქრობ, პოეზიის არის სუროგატი
თითქოს, სხვისია და მაინც გემატება
თითქოს, კოლოფში გაქვს ბოლო სიგარეტი
დგები,ღამეა და წვიმის ტრიუმფალურ
თაღის ძიებაში, ხდები ნერვიული.
ტირის ტრილოგიას თითქოს ტირიფები
შენ კი, არ ნებდები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1747 / თარიღი: 2014-09-29 / 8:30 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - არ ავიტან !!! / amiran janjghava - ar avitan !!!


არავითარ შემთხვევაში, არავითარ
არ ვივიწყებ,ლაზურ დერდებს,არა ბიჯო!
მაგრამ მიწას,ნადემეტრალს,ნადავითარს
მრცხვენია,რომ ასე, ხშირად დავაბიჯო

ვერავითარ შემთხვევაში,ვერავითარ
ვერ იხილავ, თემურ ლენგო,დამშრალ იორს
ღმერთმა არ ქნას! მოვკვდები და ვერ ავიტან
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1271 / თარიღი: 2014-09-29 / 8:27 PM / ორშაბათი

ამირან ჯანჯღავა - შენ დაბერდები / amiran janjghava - shen daberdebi


შენ დაბერდები და იქნები უფრო ლამაზი
მეც დავბერდები,ვერ ვიქნები მერე საშენო
მაგრამ გახსოვდეს დაინგრევა,როგორც არმაზი
გრძნობა,რომელიც შენ ასე გსურს სხვებში აშენო

შენ გათხოვდები და ჩვევიათ,როგორც ოჯახებს
ყოველ დღე ასე, დაგიშორებთ მანძილს მუცელი
მე კი, კიბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1358 / თარიღი: 2014-09-29 / 8:26 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - შენ თითქოს მიხვდი / tamaz badzaghua - shen titqos mikhvdi


შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1139 / თარიღი: 2014-09-29 / 8:21 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე ... / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze ...


მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამეძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1209 / თარიღი: 2014-09-29 / 8:19 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან... / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan...


რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2014-09-29 / 8:18 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli


ჩვილივით სათნო და უდარდელი,
ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,
გამოაშუქებს ლანდი ნათელი,
ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.
და უცნაური სურვილის შიშით
ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _
ლანდი, რომელიც იზრდება ძილში
და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.
მე ჩვეულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1167 / თარიღი: 2014-09-29 / 8:17 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - გაზაფხულის საგალობელი / tamaz badzaghua - gazafkhulis sagalobeli


1.
მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს,
როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში,
როგორც თეატრში
და შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.

2.
აქაც უცხო ხარ,
აქაც ცივად ჟღარუნობს ქარი
და ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზე < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1206 / თარიღი: 2014-09-29 / 8:14 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - კარმენი / tamaz badzaghua - karmeni


მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,
მწიფობის სუნში თვრება ბალახი,
ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,
რომ კიდევ რჩება გადასალახი
ერთი ნაბიჯი_ყველაზე მძიმე,
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,
მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს
მაღლა აკავებს ალღო ბუნების

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1923 / თარიღი: 2014-09-29 / 8:13 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!... / tamaz badzaghua - netavi didkhans itovos ghmerto!..


ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერები
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1297 / თარიღი: 2014-09-29 / 8:12 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ო, მარტოსულო... / tamaz badzaghua - o, martosuli...


შენ გაურბიხარ მარტოობას,
მაგრამ მაინც ის გაძლიერებს...
შენ მაშინ ხვდები: რა ნათელია,
რა დიდია, რა იდუმალია _
პატარა ბაღის მოლოდინი
დიდი ზამთრის შუაგულიდან,
უმწეო ფოთლის მოლოდინი
ქარიშხლების შუაგულიდან...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2014-09-29 / 8:10 PM / ორშაბათი

თამაზ ბაძაღუა - ქარით გიყურებ... / tamaz badzaghua - qarit gikureb...


ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით
გისმენ, ხეებით გესაუბრები
და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,
ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა
ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.
გაზაფხული და შემოდგომა
ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,
მაგრამ ზამთარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1150 / თარიღი: 2014-09-29 / 8:09 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ჩემი ფსევდონიმი / irakli deisadze - chemi fsevdonimi


ასე უმეცარი რამ გაზარდა

დრო, რომ უღმერთობა უსაღია?!

მისი სახელია არამზადა,

ჩემი ფსევდონიმი ტუსაღია.

მასში დაეჭვების სიმუხთლე და

ხსოვნა შემოჭმული განგრენაა,

იგი ოცნებებით იმუხტება,

ჩემში ამ ოცნების დანგრევაა. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1467 / თარიღი: 2014-09-29 / 8:01 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ქარი მიათრევს ზეცას/ irakli deisadze - qari miatrevs zecas


აკვიატება მაგიჟებს ხალხის...

ქარი მიათრევს ზეცას მერმისელს,

ვხედავ სამყაროს კიდემდე დახრილს,

მზეს ვხედავ, წვით, რომ სხეულს ვერ ივსებს.

ქვედაცქირება მინულებს დათხრილ

თვალის ცრემლებას. აქ სანთელს მანალს

ვაღვენთებ. ვხედავ ცერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2014-09-29 / 7:59 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - მე შენ გამართლებ სიკვდილო / irakli deisadze - me shen gamartleb sikvdilo


როგორ მომბეზრდა, გაიზიზღა აზრმა ყოველი,

მოსვარა სახლი, ეზო, ქუჩა მტვერ-წყლის ტალახმა,

მე ამ წვალების ბოლო წადილს, სიკვდილს მოველი,

მაგრამ სიკვდილიც არ ყოფილა მოსვლის თანახმა.

ხო და დავდივარ, მომაშია გულმა სიყმილი,

დამტოვა ცრემლმაც, არ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2014-09-29 / 7:57 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ნიავმა თქვა / irakli deisadze - niavma tqva


იქ უდაბნო გაველდა და ბალახში ალხია...

უჩუმესი ნიავი ვძრწი, დავსერე ბუნება.

უღრან სიმწუხარეში მკვდარი გრძნობა მარხია,

რულში წყევლა შედის და გლოვს ეძაბუნება.

ვდევნი ქვიშის წერტილებს, უაზროდ ცდა როდია?

თქორი ალპობს სიმშრალეს, დაუცხრილავს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1223 / თარიღი: 2014-09-29 / 7:55 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ცხოვრება არავის პატიობს... / irakli deisadze - ckhovreba aravis patiobs...


სად ეძებ დიდებას, სად ელი ქებას და სად მარხავ სტატირებს?!

აქ ხშირი სტუმარი, დიდების მაგიერ, ფურთხი და ნერწყვია,

რა მიწა გაგაძღობს? ხომ ხედავ ეპოქა მიღმეთსაც ატირებს,

არ ესმის სიწმინდე, არ აზრობს საერთოდ, უვადოდ ბერწია.

რა წუწუნს მიპრავებ, არ გახსოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1126 / თარიღი: 2014-09-29 / 7:54 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - მგლოვიარე მთაწმინდა / irakli deisadze - mgloviare mtatsminda


მტკივა ყველა ნერვი და სისხლი ძარღვში ხმაურობს,

ცდილობს გენი, წარსულის, ფიქრში მამოგზაუროს.

მე კი ვდგავარ და ზეცა ისე მაგრად დამწვიმდა,

რომ დუმილით შემყურებს მგლოვიარე მთაწმინდა.

მგლოვიარე, რადგანაც მომავალი ვიხრწნები,

სხვაა მათი ბრძოლა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2014-09-29 / 7:52 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი / irakli deisadze - kvela epoqas mefe kavs tavisi


უაზრო ჩემება, ჩემების მიერი სავალო ბეგარა:

,,ერთი და სხვა ვერვინ!"–წამერთვა უკლებლივ სიცოცხლის ხალისი.

,,უცვლელი მეფეო!"– ნუ იტყვი ნურასდროს, ოღონდაც ეგ არა,

ცხოვრება გრძელდება და ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი.

სამყარო ცვლილებებს ყოველთვის ქომაგობს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2014-09-29 / 7:51 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - სარკის წინ / irakli deisadze - sarkis tsin


დრო მოვა და ნარისხალს სიმარტოვე წაგიღებს

სევდის სასაფლაოზე, იქ სიშლეგე დაგმარხავს.

მცირეს, თუმცა ნუგეში თავის ნაწილს გაიღებს

და განცდეულ წამებში გასასოებს ნაგლახარს.

გულს დაგკორტნის ღალატის დაგეშილი ბორები,

იმ ღალატის, ცხოვრებამ სიმართ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2014-09-29 / 7:50 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - მოსიარულე ძეგლებს / irakli deisadze - mosiarule dzeglebs


ახალგაზრდავარ ჯერაც,მაგრამ უჯერო ლოთი,
გულქვას წავაწყდი ათასს და ათასს კიდე რეგვენს,
ძმაო შეეშვი მაგ მკვდრებს და შენც ცოცხლებთან მოდი,
მე მივაფურთხე მაგათ-მოსიარულე ძეგლებს.

რადგან ზიზღია მათი ამეტიჩრების ერა
და ერი ტყდება წელში ამ უვიცების გამო,
თუ ღი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-09-29 / 7:40 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - წინაპრის საფლავთან / irakli deisadze - tsinapris saflavtan


ჩავრგე, მიწის სიღრმით ვფესვე რა კიჩირი,

ვხვდები წინაპარო, კმაა შენი სული.

ობლად გაზრდილი ვარ, ხოდა მას გიჩივი,

მიტომ ვიარები ასე შენისლული.

სიტყვა არ მყოფნის და ლუყი დავმუნჯაობ.

მთელი საქონელი ვახ რომ ჭირმა მოკლა.

მალე წავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1035 / თარიღი: 2014-09-29 / 7:38 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - წინაპრის საფლავთან / irakli deisadze - tsinapris saflavtan


ჩავრგე, მიწის სიღრმით ვფესვე რა კიჩირი,

ვხვდები წინაპარო, კმაა შენი სული.

ობლად გაზრდილი ვარ, ხოდა მას გიჩივი,

მიტომ ვიარები ასე შენისლული.

სიტყვა არ მყოფნის და ლუყი დავმუნჯაობ.

მთელი საქონელი ვახ რომ ჭირმა მოკლა.

მალე წავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1240 / თარიღი: 2014-09-29 / 7:36 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - დამიმეგობრე / irakli deisadze - damimegobre


ვიცი, სულ მალე ზეცას ღრუბლით კაეშანს მოვგვრი,
სამყაროს ბოღმას დავანთხევ და რაიმეს ვავნებ.
ვმაღლობ სიცრუით ცხოვრებაზე, ვით სიმონ მოგვი,
ვდევნი სიყვარულს ცოფიანი, როგორაც სავლე.

ვიყოფი... სურვილს ეზავება სიამით ბძარვა,
შენ იცი, ფიქრად ავგორდი და ურწმუნო ვევნე, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1158 / თარიღი: 2014-09-29 / 7:20 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ნაწყვეტი პოემიდან - "საუბარი დემონთან" / irakli deisadze - natskveti poemidan - "saubari demontan"


,,მოდი უფალო, სული ჩემი არ დარჩეს ობლად,

მე ისტერიკა ამიტეხეს გვამებმა სოფლად.

დაგეშეს სუნთქვა განახშირი, გულს დასცეს რეტი,

მიზეზად ესეც უნდა მეყოს, სხვა რა ვთქვა მეტი?

უნარდაკარგულს ჩათვლემილი აზრები მჭამენ,

მდელოც დემონთა აყვავილენ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1364 / თარიღი: 2014-09-29 / 7:15 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - ზვიად გამსახურდიას / irakli deisadze - zviad gamsakhurdias


თუმცა საქართველომ შენ ვერ დაგიტია,

მაინც ვფიქრობ, რომ შენ ზეცას ეყვარები.

არა, მარტოობა მართლა გამიგია,

მაგრამ მიტოვებას შენსას ვედავები!

არ ვთმობ პოზიციას, ჩემთვის კაცი ხარ და

მართლა გულით მიყვარს შენი საქმეები.

და თუ ამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1385 / თარიღი: 2014-09-29 / 7:14 PM / ორშაბათი

ირაკლი დეისაძე - არჩევან მკვდარია სავალი / irakli deisadze - archevan mkvdaria savali


ოდესღაც გულღია, თბილი და ალალი...
ახლა კი, სიცოცხლის შემმუსვრელ აკინაკ
მტყორცნელი გულში და ავყია, თამამი
გახლავარ, სიგიჟემ სიგიჟით დამრკინა.

დღეს ბოროტ-კეთილის სიცრუით ალარვა,
მსგავსი ვარ შეფეთქილ საფლავის გარეგანს,
რადგანაც ცოცხალი სიცოცხლე აღარ ვარ < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-29 / 6:46 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0