16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 11:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16



მურმან ლებანიძე - მახსოვს! / murman lebanidze - makhsovs!


ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_
მახსოვს!
შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა_
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა_
მახსოვს! < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2014-09-16 / 7:16 PM / სამშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - შვიდასი წელი. კოხტაგორის შეთქმულებს / grigol abashidze - shvidasi tseli. kokhtagoris shetqmulebs


მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,
თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.

მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,
თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული,
მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,
თქვენსკენ მოვრბოდი ხე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-09-16 / 7:15 PM / სამშაბათი

ი. როსტომაშვილი - წვიმაში ვალსი / i. rostomashvili - tsvimashi valsi


ვიცი არასროს გახდები ჩემი
მაგრამ მე მაინც მიყვარხარ გეტყვი
ვიცი არასდროს ვიქნებით ერთად
თუმცა ფიქრებში შენ სულ ხარ ჩემთან

მინდა დაგიწერო ოქროს აკორდები
რომლითაც ალბათ თავად გავვოცდები
მინდა მოგიძღვნა ვარდების კონა
თუნდ ამ სიყვარულის გავხდები მონ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2014-09-16 / 7:14 PM / სამშაბათი

ი. როსტომაშვილი - ათასში ერთი / i. rostomashvili - atasshi erti


რადგან გიპოვე ათასში ერთი
მე შენთან მოვალ ვარდებით ხელში
და როცა მოვალ ვარდებით ხელში
მე შენ მიყვარხარ ჩურჩულით გეტყვი

ჩემს გარდა კიდევ უყვარხარ ათასს
ვინმე გპირდება სიყვარულს ამგვარს???
ალბათ გპირდება ვიღაც სასახლეს
მე კი გპირდები თუმცა არაფერს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1209 / თარიღი: 2014-09-16 / 7:13 PM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - გამოთხოვება / shota nishnianidze - gamotkhoveba


ეროსი მანჯგალაძეს

"ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი".

განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით,
ქართული სულის მეჩუქურთმევ,მჭედელ-ხარატო,
რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე,
როც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1362 / თარიღი: 2014-09-16 / 7:11 PM / სამშაბათი

ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა / ivane krilovi - chrichina da chianchvela


ხტუნია, ლეგა-ჭრიჭინა მთელი ზაფხული გალობდა
შეექცეოდა, დახტოდა, მანამ ბუნება სწყალობდა;
ლხინობდა, მკალსა ვერა რამ ვერ შეუხურა ბწვია.
უცებ შეხედა საბრალომ, ზამთარი წამოეწია!
შემოჭკნა ველი, მინდორი, წავიდნენ დღენი ლხენისა.
ჭრიჭინას გამხარებელნი, გამქარვებელნი სენისა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3258 / თარიღი: 2014-09-16 / 7:09 PM / სამშაბათი

ანა ახმატოვა - აღსარება / ana akhmatova - aghsareba


დუმს, ვინც შემინდო ცოდვები,
სანთლებს იისფერი მწუხრი არხევს
და მუქი ოლარი ახლა
მხრებზე და თავზე მადევს.

ნუთუ ის ხმაა კვლავ,
იტყვის: «ქალწულო! აღსდეგ...»
გული ხშირად, უფრო ხშირად ძგერდა _
ტილოს შეარხევს ხელი,
გაფანტულად რომ ჯვარს მწერს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1301 / თარიღი: 2014-09-16 / 7:08 PM / სამშაბათი

ალექსანდრ ბლოკი - მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით ... / aleqsandr bloki - me bnel tadzarshi shevdivar krdzalvit ...


მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,
წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,
ველი ხატებას მშვენიერ ქალის,
ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.

კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,
მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება
და შემომყურებს თვალებში ისევ
მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1348 / თარიღი: 2014-09-16 / 7:07 PM / სამშაბათი

მარინა ცვეტაევა - მე მიხარია . . . / marina cvetaeva - me mikharia . . .


მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,
რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,
ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.

მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,
თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1658 / თარიღი: 2014-09-16 / 7:06 PM / სამშაბათი

მარინა ცვეტაევა - ლოცვა / marina cvetaeva - locva


ქრისტევ და ღმერთო! სასწაულსა გთხოვ
ახლა, ამ წუთში, დილაადრიან!
ო, გევედრები, მომეც სიკვდილი _
ცხოვრების წლები უქმად გარბიან.

შენ ბრძენი ხარ და არ იტყვი მკაცრად:
`ჯერ მოითმინე, იჩქარე ნელა~.
შენ მე მომიძღვენ ძალიან ბევრი,
გზები მწყურია, ერთად სულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1268 / თარიღი: 2014-09-16 / 7:05 PM / სამშაბათი

ალექსანდრე პუშკინი - მე თქვენ მიყვარდით (2 ვერსია) / aleqsandre pushkini - me tqven mikvardit (2 versia)


ვერსია 1

მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს,
მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,
არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად,
ხან ეჭვი მკლავდა, მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 1365 / თარიღი: 2014-09-16 / 7:04 PM / სამშაბათი

ვიქტორ ჰიუგო - დილით, როცა სოფელი ... / viqtor hiugo - dilit, roca sofeli ...


დილით, როცა სოფელი ვერცხლისფრად იელვარებს,
გუდა-ნაბადს ავიკრავ. ვიცი, როგორ მომელი.
გადმოვლახავ შორეულ ტყეებსა და მწვერვალებს.
შენთან ყოფნის წყურვილი მიპყრობს დაუდგრომელი.

ვივლი მხოლოდ საკუთარ ფიქრში გამოხვეული,
ჩემთვის უცხო იქნება ქვეყნიერი ხმაური,
ვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1344 / თარიღი: 2014-09-16 / 7:02 PM / სამშაბათი

ნინო როსტომაშვილი - იქნება კიდევ ათასი ფერი / nino rostomashvili - iqneba kidev atasi feri


იქნება კიდევ ათასი ფერი,
იქნება კიდევ ფოთოლთა კვდომა
და არაფერი, და არაფერი
არ გადიქცევა ამ შემოდგომად.
იქნება კიდევ ასეთი წვა და
ასეთი ჩუმი ტკივილის განცდა,
ის, ვინაც ახლა უგულოდ წავა,
შენში დარჩება ერთადერთ კაცად.
იქნება კიდევ აპრილის თოვა , ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1308 / თარიღი: 2014-09-16 / 6:59 PM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია / ana kalandadze - rogor minda shentan, chemo magnolia


ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 2727 / თარიღი: 2014-09-16 / 6:56 PM / სამშაბათი

ჰაფეზ შირაზელი - წუთისოფელი - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - tsutisofeli - targmani vakhushti kotetishvilis


ხომ ნახე უკვე წუთისოფელი,
რარიგ ბილწი და რარიგ ფლიდია?!
დრო ცოტა დაგვრჩა, მოვასწროთ, თორემ
ცოტა გვახაროს, ისიც დიდია.
საწუთროს ნუ სწუხ, მასზე ვიწუხოთ,
ეგ ჩვენი გზები საით მიდიან?
ხვალ რა მოგველის, არავინ ვუწყით
სიცოცხლე ჩვენი ბეწვზე ჰკიდია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1573 / თარიღი: 2014-09-16 / 6:53 PM / სამშაბათი

ჰაფეზ შირაზელი - იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - *** - targmani vakhushti kotetishvilis


იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი,
ოდეს მიჯნურებს ედგათ სიამის ჟამი.

იხსენებოდეს გალაღებულთა ლხენა,
მე კი თუნდ მწვავდეს მწვავე დარდების შხამი.

თუნდ სამუდამოდ გამწირონ ჩემთა სწორთა,
და დავშთე ასე დარდით გვემილი გვამი.

ჩემთა თვალთაგან ასი მდინარე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1322 / თარიღი: 2014-09-16 / 6:51 PM / სამშაბათი

ჰაფეზ შირაზელი - შენ ცისკარი ხარ - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - shen ciskari khar - targmani vakhushti kotetishvilis


შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2145 / თარიღი: 2014-09-16 / 6:48 PM / სამშაბათი

სვიმონ გუგუნავა - დედა ენა / svimon gugunava - deda ena


ჩემო აღმზრდელო ენაო,
აჰყვავდი იწყე ფრენაო,
გისურვებ,სხვათა ენები
შემოგნატროდეს შენაო.

ენა ცხოვრების წყაროა,უკვდავი,დაუშრობელი,
ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
ენა სიბრძნეა აწმყოსი,ლამპარი გაუქრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1402 / თარიღი: 2014-09-16 / 6:42 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! / galaktion tabidze - mravaljhamier gugunebdes khma!


მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
"მუმლი მუხასა" და "ლილეოსი",
ეგ გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1048 / თარიღი: 2014-09-16 / 6:24 PM / სამშაბათი

მერაბ მეტრეველი - უფალმა მეორედ მიწილადა / merab metreveli - ufalma meored mitsilada


დედ-მამის სული ნუ წამიწყდება,
სიტყვას როდი ვისვრი ადვილად.
მიწაზე სიარული მავიწყდება
მე ახლა ღრუბლებზე დავდივარ.
უფალმა მეორედ მიწილადა
ტრფობა მე სიცოცხლის გვირგვინად,
იყო ღვთაებრივი იცი რა და
უცებ გაზაფხულმა იგრგვინა.
სული ხომ ზეცამდე აიზიდა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2014-09-16 / 6:21 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - ხვამლის მთას - ლევან გოთუას "ხვამლის ციხე-ქვაბულის" გამო / giorgi gagua - khvamlis mtas - levan gotuas "khvamlis cikhe-qva"


მზე-სისხმა ამოსულიყო
გულბოყვის გასათბობელად
ვნებისთვის მზარდი ეტაპი
დადგა ჩვეული დროება
ქვეყნისთვის კუთხე-კუნჭული
დიდრონი მთები ზვიადი
ამაღლებულად ხატაებრ
ხვამლის მთა,რუხ ღრუბლიანი
მზე-ისე ამოსულიყო ათბობდა
იმერ-ამერს.
კაცი მთას ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1726 / თარიღი: 2014-09-16 / 6:03 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - იმ წამსა და წუთს.. / giorgi gagua - im tsamsa da tsuts


ჩემო სანატრელო,ჩემო განძო
ყოველი შფოთისა და ვნების წამომწყებო
ჩემო ერთგულო და საყვარელო
დიდებულების ფიქრით ნატარებო
ჩემო,ჩაუმქრალო კელაპტარო
მარად მოფარფატე ფრთანათელო
ჩემი საწყაულის ამავსებო
ფიქრთა-ოცნებების დამხატველო
ბაგე-გაქვს გიშრის,ვით ბრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2014-09-16 / 6:01 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - წამიც, ხომ გენატრება ხანდახან / giorgi gagua - tsamic, khom genatreba khandakhan


წამიერია ტრფობა მიჯნურის
პირუმტკიცობის ნატერფალია
ოდესღაც იყო ვაჟისთვის ქალი
შხარა,თეთნულდი და ლამარია

ახლა კი ვუცდით გრძნობის მორევას
ღაწვებს,რომ ხშირად წამოგვიწითლებს
და ორივენი მამრიც და მდედრიც
მივემსგავსებით-აზიურ რიდეს

მდედრი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2014-09-16 / 5:16 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - ჩამოიღვენთეს ... / giorgi gagua - chamoighventes ...


მოდუნებულა სანთლებიც
შანდალს დაყრდნობილი
მოდუნებულა ჩემი ფიქრებიც
ოცნებას მინდობილი
რა ვქნა ხალხნო?რით ვიმართლო
თავი დავრდომილი
მომეცით ძალა იქნებ გიპასუხოთ,
რაღაც მოგონილი,
ჩვენი საქციელი ოდის მიმოსული
დარდით დაკონკილი
ჩარჩა მოგო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2014-09-16 / 4:55 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - მესიმართლება ... / giorgi gagua - mesimartleba ...


კაცმა იმდენი გაბედა
ქალის ოცნება გათელა
ახლა რაღაა სადარი
ქალს გასჩენია ღადარი
თვალებზე,ღაწვებ-ბაგებზე
ცრემლს დაუდია ხაფანგი
კაცი კი მისთვის ნებივრობს
გამოკილული საბანში.
ახლა კი თქვენმა გუმანმა
ჩაჰკირკიტოს და ჩაწეროს
კაცი,ქალისთვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2014-09-16 / 4:51 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - მეტრფე ... / giorgi gagua - metrfe ...


ისე ძალიან მიყვარხარ,რომ ძნელია
შენგან დატოვებული
სევდის ჯერ შენახვა და შემდეგ ტარება.

იმდენია!

ისე ძალიან მიყვარხარ,რომ რა ვუთხრა
საშინელ დროებას,რომ დაგვაშორა!

სამდურავი!

ისე ძალიან მიყვარხარ,რომ
თვალიდან ცრემლი დამდენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1112 / თარიღი: 2014-09-16 / 4:50 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - საქართველოს / giorgi gagua - saqartvelos


საქართველოა ნიჭიერთა სამყოფელი
არსთა გამრიგე,დიდი
ელჩი სულიერების
დიდი განძია ოცნებების,ცნებით მოსული
დიდებულებით მიმოსული
დიდი-ბორანი
წამით ჩაფიქრთა დიდოსტატი
მცხეთის აღმართთან
გულმა უხივლა,ცას შეეგება,
ცის კამარასთან
დალოცვილ იქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2014-09-16 / 4:48 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - უბრალოდ ... / giorgi gagua - ubralod ...


ამაპოლა...ამაპოლა
მღერის უსიტყვო გრძნობით
ვიღაც,სადღაც ვნებით სავსე
დესპოტი!
უსაგნო სევდით შეპყრობილი
სულადაკარგული არარაობისთვის ზედგამოჭრილი
დემიმონდი!
იქეთ კიბისთავთან იმზირება ერთი
ნაძირალა,ჰალსტუხმიბნეული
ურცხვი,უთვისტომო,მძაფრი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2014-09-16 / 4:47 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - რომ გიყვარს, იმიტომაც ადიდებ ... / giorgi gagua - rom gikvars, imitomac adideb ...


ცამ გადაიკრა ათასი ფერი
გულიც მარტოა სევდით დაღლილი
მოდი ჩემკენ და კარი გამიღე
შემოვაქროლო შენკენ მანდილი

გონებას სწადდა შენკენ მიმოსვლა
გულიც თანხმობდ აგონებას წყეულს
სამარადჟამოდ იქცა გოდებად
მოცემულ შენით ჩემო-ალმასო.

მოდი მომხვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1231 / თარიღი: 2014-09-16 / 4:46 PM / სამშაბათი

გიორგი გაგუა - ნიკოს სამადაშვილს / giorgi gagua - nikos samadashvils


შენ უნდა გერქვას ჰაფეზი ლექსის
შენში დევს დიდი ნიჭი ფრთიანი
„შენ ჩემში უსტვენ,ვით საყდრის ჩიტი“
ამაოებით თვალმომზირალი.
ვერ დაგაფასეს,ცოცხალი ვერა,
მკვდარს მიგიჩინეს,მხოლოდ ნათელი
გალაკტიონთან გაიგივებენ,სიკვდილის
შემდეგ ჰპოვე სანთელი.
ჯანღის ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1088 / თარიღი: 2014-09-16 / 4:38 PM / სამშაბათი

ალექსანდრე აბაშელი - ატმის ყვავილები / aleqsandre abasheli - atmis kvavilebi


ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-
მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.
დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -
და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.

და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,
ღობის წნელებში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1321 / თარიღი: 2014-09-16 / 4:36 PM / სამშაბათი

გაბრიელ ჯაბუშანური - წამოდი ცაში!/ gabriel jabushanuri - tsamodi cashi!


წამოდი ცაში!მაგ სნეულ სხეულს
მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით,
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,არ მოვეხსნები.

და თუ მნათობი მაინც გაკუშდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ მზექალ საკუთარს
და შენ ჩაგიდგამ! დაე ალალი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3158 / თარიღი: 2014-09-16 / 4:34 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება რთული… / niko gomelauri - chems suls movutske ckhovreba rtuli


"ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება რთული…
ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოცდება..
თვითონ უნდოდა სულს, მგონი გულით..
მე.. ავუსრულე, მხოლოდ, ოცნება…"

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-09-16 / 4:30 PM / სამშაბათი

შოთა იათაშვილი - დამიზეპირე დღეს საღამოს / shota iatashvili - damizepire dghes saghamos


დამიზეპირე დღეს საღამოს.
მერე დაწექი, დაიძინე.
დილით, როგორც კი გაიღვიძებ,
გამიმეორე.
მე ვიწვები შენ გვერდით და
ტკბილად ვიძინებ.
სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს და
მობუტბუტეს.
გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავს
ხეებს, ვარსკვლავებს.
რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1294 / თარიღი: 2014-09-16 / 4:28 PM / სამშაბათი

შოთა იათაშვილი - არის ბოლოს კაიც / shota iatashvili - aris bolos kaic


ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, განა?
არა გევხარ ქურდს და არა გევხარ განაბს.
შეამაგრებ მაინც ბირჟას ფეხზე დგომით,
სიგარეტის წევით, მშობლიური "გომით".

ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ვითომ?
იმ ყოფაში ხარ და თავს ამ ყოფით ირთობ.
სიკვდილების ცხადი მოგენატრა უკვე, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-16 / 4:26 PM / სამშაბათი

თამარ იკოშვილი - წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა / tamar ikoshvili - tslebshi tsarsulis anarekli makhinjdeboda


წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა

უყვარდა მაინც სიცოცხლეზე სულელი ფიქრი,

თუ კი სატანას მისი ბედი ავიწყდებოდა

მაშინ შენ ზიზღო მას შიგნიდან როგორღა ღრღნიდი?...

მაშ,მე ჯანდაბას–არდავეძებ დაე სხვა ნახე

თუნდაც ის ქალი შენს ცხოვრებას რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1258 / თარიღი: 2014-09-16 / 4:21 PM / სამშაბათი

მიშიკო ჩხიკვაძე - დაბადების დღის საჩუქარი / mishiko ckhikvadze - dabadebis dghis sachuqari


მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
მაისის ფერთაგამებისთანას...

ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2014-09-16 / 4:11 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ახალი მცხეთა / tician tabidze - akhali mckheta


... და როგორც პულსი მომაკვდავ კაცის,

ეს რიტმიც ისე გამოიცვალა.

მე ვუბრუნდები დღეს ახალ ტფილისს,

როგორც ფლეიტა გამოხრულ ძვალთა.

ძველი სატახტო... სვეტიცხოველი,

რომლის ობობა მტკვარს გადააშრობს,

მისგან სასწაულს არვინ მოელის, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1378 / თარიღი: 2014-09-16 / 4:07 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ასე მგონია, თითქო ვხედავდე / tician tabidze - ase mgonia, titqo vkhedavde


ასე მგონია, თითქო ვხედავდე,

რომ უზარმაზარ კოლხიდის ბაღებს

სამი წლის შემდეგ ქართველი ხალხი

აღფრთოვანებით შეაღებს კარებს.

გადაშლილია თვალმიუწვდენი,

უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,

ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-16 / 4:06 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - აპრილი ორპირში / tician tabidze - aprili orpirshi


ორპირის ცხელი მზიანი დღეა,

ატმის და ბიის ყვავილთა ზვირთებს

მზე ისე აპობს, რომ ყველა ხეებს

უნდა ერთბაშად მოსცილდნენ კვირტებს.

ეხმარებიან ჩიტები სოფელს,

ხმაშეწყობილი გაისმის მარში,

ისე მაგარი გულით მღერიან,

თითქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1273 / თარიღი: 2014-09-16 / 4:05 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ამოდის ნათდება! / tician tabidze - amodis natdeba!


ამომავალ მზის ოქროს ნათელი
თავზე ადგება საქართველოს მთებს,
და ნამქერებში ღამე ნათევი
მთვარე ანათებს და არც ანათებს.

ზევით ღრიალით მიგორავს თერგი,
ქვევით გრიალი გაუდის არაგვს,
მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი,
მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2184 / თარიღი: 2014-09-16 / 4:01 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ალექსანდრე პუშკინს / tician tabidze - aleqsandre pushkins


საქართველოს მთებს თავს ადგება
ოქროს ნათელი,
მღერის არაგვი, ბუმბერაზი
მთების ტოროლა.
დევის ნაფეხურს მიაგავს გზა
შენგან ნათელი,
და შენზე ფიქრი - სიყვარულის
ზვავის მოწოლას.
ო, როგორ ვიცით, ბედნიერი
რომ არის წამი,
როცა გათანგულს აღარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2014-09-16 / 3:59 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ... და გარიბალდის წითელი ქუდი / tician tabidze - ... da garibaldis tsiteli qudi


სულ ბავშვი ვიყავ და პირტიტველი
მერცხალის გული მქონდა საგულეს,
როცა მიწვევდა ბრძოლა პირველი,
ბრძოლა, რომელიც მე არ მარგუნეს.
ცხრაას თვრამეტის ვიგონებ აპრილს
და თათრებიდან დაქცეულ ბათომს.
ვხედავ ქართველ ჯარს იარაღაყრილს
და ეს სირცხვილი დღესაც ძვალს ათბო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2014-09-16 / 3:58 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ალავერდობა / tician tabidze - alaverdoba


ჩარდახიანი დგანან ურმები,
კამეჩი კამეჩს ლანდით აშინებს.
გამოუცლიათ ღვინის რუმბები
ხატობას მოსულ ვაჟას აფშინებს.

კავკასიონსაც შეცვლია გვერდი
და სიყვარულის დასხმია რეტი.
სურს მოიტაცოს ეს ალავერდი -
ბარში დაბმული ტაძარი მტრედი.

დღემ მო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3939 / თარიღი: 2014-09-16 / 3:56 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ავტოპორტრეტი / tician tabidze - avtoportreti


უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1494 / თარიღი: 2014-09-16 / 3:51 PM / სამშაბათი

ემენ დავითაძე - ბათუმის ბაზარში / emen davitadze - batumis bazarshi


– ვაჰ რა ზორბაა, სად გეიზარდა,
ჭო, ეს ამხელა,
– ორმოცს ყაბულ ვარ, მოგეც და მორჩა...
დაგრეხილ რქებზე მარჯვედ მისწვდა
დევკაცი ხელად
და... ძლივს შეაგდო სასწორზე ყოჩი.
სევდით შეავლო მხარნაბდიანს
პირუტყვმა თვალი,
`ნეტავი შენა, კვლავ მთებში ახვალ...~ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1452 / თარიღი: 2014-09-16 / 3:49 PM / სამშაბათი

ემენ დავითაძე - აუშვით აფრები / emen davitadze - aushvit afrebi


აუშვით აფრები,
ასრულდა ოცნება,
გზა მოგვცეს ღრუბლებმა
მზის გულში ნავარდის.
აუშვით აფრები,
გაფრენის მოწმე ვარ,
ცის კერპებს დროებზე მეფობა წავართვით.
აუშვით აფრები,
მივენდოთ გრიგალებს,
დე, გული შეზაროს ანძების ზანზარმა...
მივდივარ, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1598 / თარიღი: 2014-09-16 / 3:46 PM / სამშაბათი

ემენ დავითაძე - წელს წელი უტევს / emen davitadze - tsels tseli utevs


წელს წელი უტევს, მოდის მეორე,
ეს მერამდენედ ხენი აკვირტდა.
გგონია, გასცდი ბობოქარ მორევს,
მოიხედავ და... დგახარ ნაპირთან.
წელს წელი უტევს, თანდათან იწვი,
თანდათან წურავ გულის ნაფიქრალს.
გგონია, გასცდი საყუდარს მიწის,
მოიხედავ და... დგახარ ნაპირთან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1411 / თარიღი: 2014-09-16 / 3:44 PM / სამშაბათი

ირაკლი აბაშიძე - დაგვტოვეთ მარტო / irakli abashidze - dagvtovet marto


დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგტოვეთ მარტო-
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
მე ცამდე სავსე
ათას დრამით, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-09-16 / 3:42 PM / სამშაბათი

ირაკლი აბაშიძე - ხმა კატამონთან / irakli abashidze - khma katamontan


ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1690 / თარიღი: 2014-09-16 / 12:49 PM / სამშაბათი

ნოდარ დუბბაძე - სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია / nodar dumbadze - sicockhlis samosakhloa chemi patara guria


მზე ცაზე ფეხებს აითრევს
დარჩენა ისევ სწყურია
სიცოცხლის სამოსახლოა
ჩემი პატარა გურია!!!!!!

კომენტარები: 1 / ნანახია: 8175 / თარიღი: 2014-09-16 / 12:46 PM / სამშაბათი

რომეო სამხარაძე - სიყვარული - მონატრება / romeo samkharadze - sikvaruli - monatreba


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2014-09-16 / 12:44 PM / სამშაბათი

ჯანო გიორგაძე - აგონია / jano giorgadze - agonia


მე ისე მინდა, ისე მინდა, შენს გვერდით ყოფნა,
რომ ვერ ვისვენებ, მოთმინება დავკარგო ლამის,
მე ისე მინდა, ისე მინდა, შენს გვერდით ყოფნა,
როგორ გავუძლო მწარე ფიქრებს, უძილო ღამის

დღეს ღვინომ ჩაჰკლა ყველა გრძნობა, მაგრამ
გონება,
მხოლოდ შენ გეძებს შენს ლოდინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2014-09-16 / 12:37 PM / სამშაბათი

ჯანო გიორგაძე - კვლავ ვეღარ გნახავ / jano giorgadze - kvlav veghar gnakhav


კვლავ ვეღარ გნახავ,
მე შენს ტკბილ ხმას ვეღარ მოვისმენ,
ცრემლიანია ჩვენი ტრფობის
თავი და ბოლო,
გემუდარები მაპატიე თუ კი
ოდესმესმე
შენი თვალების სანახავად
მოვიდე მხოლოდ.

© 1956 დაღესტანი

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2014-09-16 / 12:35 PM / სამშაბათი

ეთერ ზარიძე - მიყვარხარ, მაგრამ უნდა დაგტოვო / eter zaridze - mikvarkhar, magram unda dagtovo


მიყვარხარ, მაგრამ
უნდა დაგტოვო,
რადგან თავს ზევით
არ არის ძალა. . .
მივდივარ შენგან
გულდაკოდილი
და ჩემს სიყვარულს
გიტოვებ ვალად.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2014-09-16 / 12:33 PM / სამშაბათი

დიკა სალაყაია - წასვლა / dika salakaia - tsasvla


ახლაც სინათლეა ფანჯრებს მირჩენილი,
გიხმობ და ვერ ვიღებ ხმას,
იქნებ რაღაც გქონდა ჩემთვის სათქმელი და
იქნებ ვერ გაბედე თქმა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 2150 / თარიღი: 2014-09-16 / 12:32 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - მერე რა რომ ზამთარია / niko gomelauri - mere ra rom zamtaria


მე მიყვარს თოვა
სიცელქე ანცი
მეც ვემსგავსები თავგასულ
ყმაწვილს..
მიყვარს ზამთარში სიძუნწე
ფერთა,
მიმოფანტული ველებზე
თეთრად,
მიყვარს ნაძვის ხე,
ბუხარი, სითბო..
ის ვინც საჩუქრებს
ყოველ წელს ითხოვს..
ჩემს ბიჭებთან
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2759 / თარიღი: 2014-09-16 / 12:31 PM / სამშაბათი

გურამ თოდაძე - სევდის დანაბარები / guram todadze - sevdis danabarebi


ფიქრები დავმალე, გრძნობებმა გამწირეს,
რამდენჯერ გაუშვი აზრები ცაში,
გრძნობებით თამაში გიყვარს ხანდახან,
მე კი შენი გულის შევკაზმე რაში.
გრძნობები დავმალე იქით და აქეთ,
დავმალე ჩუმად მოუსვენარი,
აზრების სევდა, სევდის დანაბარები,
მითხრეს რომ შენი გული მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2014-09-16 / 12:29 PM / სამშაბათი

ნიკა ფუტკარაძე - ახლა ხელებით ვეპყრობი ცას / nika futkaradze - akhla khelebit vepkrobi cas


ახლა ხელებით ვეპყრობი ცას,
მე ყელს ვიგრძელებ როგორც ოცნება,
რათა ღმერთისთვის ძღვნა იყოს გული,
რათა გაგორდეს ცხოვრების ბურთი.
აღარ ტირიხარ ჩამქრალ თვალებთან,
აღარ ოცნებობ ჩასულ მზისათვის,
ახლა ვუყურებ ვარსკლავთა ცვენას,
ახლა ცრემლები ნაზად გელევა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1211 / თარიღი: 2014-09-16 / 12:28 PM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0