03 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 03



გიორგი გულუა - გამწყობა / giorgi gulua - gantskoba


განწობას გიქმნის სიგარეტის ბოლი და წვიმა,
ფანჯრის რაფაზე წვეთი უკრავს არეულ შედევრს,
მე დღეს სუყველა ოცნებები სტრიქონში მიმაქვს,
ეს რექვიემი დაემსგავსოს პოეტურ შედევრს...

საათის ისრის სიგიჟეებს ჩამოვრჩი ფეხით,
რადგან განწობა შემრჩენია უკვე არაფრის,
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1303 / თარიღი: 2014-09-03 / 3:48 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 30 სონეტი / william shakespeare - 30 sonnet


ფიქრთა სამყარო როს მოუხმობს დღეებს გარდასულს,
ყმაწვილკაცობა დაკარგული მომაგონდება,
ვიგონებ წუთებს, განუქარველ დარდით დაღდასმულს,
და ჩემთვის ძვირფასს აჩრდილებზე ვიწყებ გოდებას.
თვალნი დამშრალნი ივსებიან ცრემლით მდუღარით,
მეგობრებს ჩემსას რომ ახურავთ კუბოს ფიცარი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1157 / თარიღი: 2014-09-03 / 3:31 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 29 სონეტი / william shakespeare - 29 sonnet


როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,
ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-09-03 / 3:29 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 28 სონეტი / william shakespeare - 28 sonnet


ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,
არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,
დღე – შრომით მქანცავს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,
მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,
ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1048 / თარიღი: 2014-09-03 / 3:28 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 27 სონეტი / william shakespeare - 27 sonnet


როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,
როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,
გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს
და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან,
შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,
თვალგახელილი ბნელეთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-03 / 3:27 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 26 სონეტი / william shakespeare - 26 sonnet


ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება,
მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ
და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად,
სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე.
თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები,
ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით,
მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1137 / თარიღი: 2014-09-03 / 3:27 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 25 სონეტი / william shakespeare - 254 sonnet


ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,
თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2014-09-03 / 2:31 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 24 სონეტი / william shakespeare - 24 sonnet


მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი.
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე, მე ვარ შენი გამომკვეთელი,
დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1089 / თარიღი: 2014-09-03 / 2:31 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 23 სონეტი / william shakespeare - 23 sonnet


ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც -
მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება,
განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას
ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ,
ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება,
მოზღვავებული სიყვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-09-03 / 2:30 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 22 სონეტი / william shakespeare - 22 sonnet


სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა,
სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები,
მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა,
სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები.
შენი მშვენება მინდა დარჩეს, როგორც ზღაპარი,
რა დამაბერებს, ჩემი ტრფობა შენი ხნის არი,
შენს მკე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2014-09-03 / 2:29 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 21 სონეტი / william shakespeare - 21 sonnet


კარგო, იცოდე, იმ მეხოტბე პოეტს არ ვგავარ
ლექსში რომ უყვარს სილამაზის შეფერადება,
მზის სხივს რომ ხმარობს სატრფოს კაბის მოსაქარგავად,
მიჯნურის თვალებს რომ ადარებს ზეცის ნათებას.
მას შენი მზესთან შედარებაც არ ეძნელება,
შენთვის გასწირავს მარგალიტებს დასაგმობადაც,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-09-03 / 2:28 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 20 სონეტი / william shakespeare - 20 sonnet


ბანოვანივით მშვენიერი შეგქმნა განგებამ,
ამიტომ ჩემთვის მეფეც ხარ და დედოფალიცა,
ქალივით სათნოვ, ნატიფი ხარ, ვით ქანდაკება,
მაგრამ ქალურად ორგულობის წესებს არ იცავ.
ნათელი მზერით თითქოს ოქროს ზღვაში დაცურავ,
ქალურ სიყალბეს მოკლებულან შენი თვალები,
მამაკაცები შეგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1194 / თარიღი: 2014-09-03 / 2:26 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 19 სონეტი / william shakespeare - 19 sonnet


დროვ ულმობელო, ისევ მიწას დაახრევინე
მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,
ლომი დაკოდე, ვეფხვს კბილები დაათხრევინე,
ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.
ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1157 / თარიღი: 2014-09-03 / 2:25 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 18 სონეტი / william shakespeare - 18 sonnet


ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის – ხანმოკლეა მისი არსება.
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1405 / თარიღი: 2014-09-03 / 2:24 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 17 სონეტი / william shakespeare - 17 sonnet


როს წაიკითხავს ლექსებს, შენი დიდებით სავსეს,
შთამომავალი მატყუარა პოეტს მიწოდებს,
თუმც ეს სტრიქონი წარწერას ჰგავს საფლავის ქვაზე
და ღირსეულად ვერ გიმღერის, ღმერთმა იცოდეს.
მართლაც რომ ლექსი, შენი ღირსი, დამაწერია,
შენს სადიდებლად რომ მივუშვა რითმის სადავე,
შთამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-09-03 / 2:24 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 16 სონეტი / william shakespeare - 16 sonnet


რადგან ვერ უძლებ ამ მუხანათ დრო-ჟამთან ჭიდილს,
რადგან მშვენებას ემუქრება საფრთხე მარადჟამს,
სხვა იარაღით უნდა დაცვა უსუსურ ჩითილს,
თორემ ეს ლექსი არ ივარგებს ნადვილ დარაჯად.
როცა ცხოვრების მწვერვალზე ხარ ახლა ასული
მხატვრის ნახატმა ვერ ასახოს შენი მსგავსება,
ნე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1312 / თარიღი: 2014-09-03 / 2:23 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 15 სონეტი / william shakespeare - 15 sonnet


როდესაც ვფიქრობ, ხანმოკლეა სრულყოფილება,
დრო რასაც შექმნის, თვითონ დროვე გააჩანაგებს,
ვინც კი ცხოვრების გამოფენას მოევლინება,
იმის ბედ-იღბალს ვარსკვლავების ძალა განაგებს.
დაბადებიდან ცა დაგვხარის, როგორც მცენარეს,
მესაფლავედაც ჩვენ იგივე ცა გვეგულება,
და სიჭაბუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1189 / თარიღი: 2014-09-03 / 2:22 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 14 სონეტი / william shakespeare - 14 sonnet


სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,
და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,
თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,
ჭირი გაჩნდება თუ დადგება გვალვა ფიცხელი.
ხვალის ამინდის გამიმცნობიც ვეღარ გავხდები,
არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2014-09-03 / 2:22 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 13 სონეტი / william shakespeare - 13 sonnet


ვაგლახ! ამ ქვეყნად საუკუნოდ ვერ დასახლდები,
ამ საწუთროში დასრულდება შენი არსება,
მაგრამ აღსასრულს შეუპოვრად მაშინ დახვდები,
თუ შთამომავალს უანდერძე შენი მსგავსება.
მაშინ მშვენება, ზეცისგან რომ სესხად მოგეცა,
კი არ დაჭკნება, ხელმეორედ გაიკვირტება,
სიკვდილის მერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1160 / თარიღი: 2014-09-03 / 2:17 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 12 სონეტი / william shakespeare - 12 sonnet


როცა საათის ხმა მომესმის, მარად უცვლელი,
და მზეს შევხედავ, მიმწუხრში რომ თავი დახარა,
როცა შევნიშნავ, როგორ დაჭკნენ იის ფურცლები
და თმებში როგორ ჩაქსოვილა ვერცხლის ჭაღარა,
როს ქვითინებენ ხეივნები ფოთოლმოცლილი,
სადაც მეცხვარეს იფარავდნენ ჩრდილები ხეთა,
და როცა ბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1243 / თარიღი: 2014-09-03 / 2:16 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 11 სონეტი / william shakespeare - 11 sonnet


დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2014-09-03 / 2:15 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 10 სონეტი / william shakespeare - 10 sonnet


სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე.
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,
გინდა დალეწო სილამაზის წმი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1173 / თარიღი: 2014-09-03 / 2:07 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 9 სონეტი / william shakespeare - 9 sonnet


გინდა, რომ ქვრივი ააშორო ცრემლსა და ნაღველს.
ცხოვრობ ეულად, სიმარტოვის სიმძიმე გაწევს,
მაგრამ თუ მოდგმა არ დასტოვე და ისევ წახველ,
ერთ ქალს კი არა, მთელ ქვეყანას ჩააცმევ ძაძებს.
დაქვრივებული დედამიწა ვერ გადარჩება,
თუკი არავის უანდერძე შენი მშვენება,
ქალის ქვრი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2014-09-03 / 2:06 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 8 სონეტი / william shakespeare - 8 sonnet


მუსიკის ხმების გაგონება რატომ განაღვლებს,
როცა თავად ხარ შენ მუსიკის გამომსახველი!
რატომ გაღონებს სიხარული, რაც სულს ანახლებს,
და ასე რატომ გახალისებს მწარე ნაღველი?!
როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები,
ტკბილხმოვანებით გული რად გაქვს ნაიარევი?
ალბათ ჰანგებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2014-09-03 / 2:06 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 7 სონეტი / william shakespeare - 7 sonnet


ხედავ მეწამურ განთიადის გასხივოსნებას?
ცამ მოახურა ანთებული რიდე ბუნებას,
მზის ჩირაღდანი გულს იტაცებს, როგორც ოცნება,
მიწაც შეჰყურებს უზენაეს დიდებულებას.
როდესაც მნათობს, ცის უმაღლეს წვერზე აყვანილს
შუადღისპირას შეეტყობა დავაჟკაცება,
მოკვდავთა მზერა მაინც მისკ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2014-09-03 / 2:05 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 6 სონეტი / william shakespeare - 6 sonnet


სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,
მაგ სილამაზით დაამშვენე თასი საბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკვლა რომ ვერ გაბედოს,
ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,
ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცდება,
შენივ თა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-09-03 / 2:04 PM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 5 სონეტი / william shakespeare - 5 sonnet


ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავებენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება,
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი.
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1166 / თარიღი: 2014-09-03 / 5:06 AM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 4 სონეტი / william shakespeare - 4 sonnet


ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია,
რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!
მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია?
მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.
ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,
რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!
ჩემო მევახშევ, სხვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2014-09-03 / 5:05 AM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 3 სონეტი / william shakespeare - 3 sonnet


სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.
ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2014-09-03 / 5:04 AM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 2 სონეტი / william shakespeare - 2 sonnet


როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,
მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი,
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-09-03 / 5:02 AM / ოთხშაბათი

უილიამ შექსპირი - 1 სონეტი / william shakespeare - 1 sonnet


მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!
ხრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1334 / თარიღი: 2014-09-03 / 5:01 AM / ოთხშაბათი

ალექსანდრე პუშკინი - მე თქვენ მიყვარდით!.. / aleqsandre pushkini - me tqven mikvardit


მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს,
მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,
არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად,
ხან ეჭვი მკლავდა, მაგრამ ტრფობა მქონდა მხუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1261 / თარიღი: 2014-09-03 / 4:59 AM / ოთხშაბათი

ლაშა გახარია - აბსურდის სურდო / lasha gakharia - absurdis surdo


ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.

მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1354 / თარიღი: 2014-09-03 / 4:58 AM / ოთხშაბათი

ვალერიან გაფრინდაშვილი - როცა ... / valerian gafrindashvili - roca ...


როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.
როცა ხვდები, რომ აღარ ხარ ერთი,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი _
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2308 / თარიღი: 2014-09-03 / 4:57 AM / ოთხშაბათი

ვალერიან გაფრინდაშვილი - სენტიმენტალური ტრიოლეტი / valerian gafrindashvili - sentimrntaluri trioleti


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1795 / თარიღი: 2014-09-03 / 4:56 AM / ოთხშაბათი

ვალერიან გაფრინდაშვილი - სენტიმენტალური ტრიოლეტი / valerian gafrindashvili - sentimrntaluri trioleti


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2047 / თარიღი: 2014-09-03 / 4:55 AM / ოთხშაბათი

ვალერიან გაფრინდაშვილი - პირველი თოვლი / valerian gafrindashvili - pirveli tovli


პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1865 / თარიღი: 2014-09-03 / 4:53 AM / ოთხშაბათი

ვალერიან გაფრინდაშვილი - დაისი / valerian gafrindashvili - daisi


კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2014-09-03 / 4:52 AM / ოთხშაბათი

ზვიად გამსახურდია - მთვარის ნიშნობა / zviad gamsakhurdia - mtvaris nishnoba


(გალაკტიონ ტაბიძისადმი)

არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი,
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.
მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოზთ მხარის
გაბრიელ _ ზღურბლისა მცველი
მიქაელ _ დამცემი ზარის!
ალმასით მოსთული სელი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1304 / თარიღი: 2014-09-03 / 4:51 AM / ოთხშაბათი

თამარ გაბროშვილი - ასე ტირიან / tamar gabroshvili - ase tirian


ასე ტირიან
გაზაფხულები _
სულმოუთქმელად _
მიწის წინაშე
და ცის თვალები,
დაბინდულები,
ასე იკლავენ
უსაზღვრო ნაღველს.
ხელს, აბა, მითხარ,
ვინ შეაშველებს,
ან ვის აქვს ქვეყნად
იმხელა გული,
შეწყვიტოს წვიმა
იმაზე ადრე,
სანა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2014-09-03 / 4:50 AM / ოთხშაბათი

თამარ გაბროშვილი - IX განზომილება / tamar gabroshvili - IX ganzomileba


ნუ გამიწყრები, თუ აღმაფრენას
მსურს მივაწიო შენი სახელი,
რადგან უიღბლოდ შობილი გრძნობა
სულაც არა ჰგავს ცოდვას გამხელილს.
სულ სხვა სამყაროს ფერად მაქციე,
შენთან უშენოდ ყოფნას დავჯერდი,
ასე, უბრალოდ დავიმსახურე
ჩემი ცხოვრების ჯილდოც, სასჯელიც.
თუ დამან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1294 / თარიღი: 2014-09-03 / 4:49 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - წამის ტუსაღი / giorgi gabaidze - tsamis tusaghi


ამ სისხლის ძარღვებს, სიცოცხლის სხივებს,
მუზები გრძნობით ასაზრდოებენ,
სიწითლედ ასხმულ ბურთების მძივებს,
დროში ხორცშესხმულ ლექსად ტოვებენ.

აღტაცებაში გაყინულ თრთოლვას,
ჩამოათოვებს მტვერი ვანილის,
იგრძნობ ცოდვილი სიამედ ოლარს...
მსუბუქ ჟრუანტელს ადრენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-09-03 / 4:48 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - შუაღამე ... / giorgi gabaidze - shuaghame ...


(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო -< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1083 / თარიღი: 2014-09-03 / 4:47 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - შენ ელი ... / giorgi gabaidze - shen eli ...


(თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1167 / თარიღი: 2014-09-03 / 4:46 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - უყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-09-03 / 4:44 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - უშენო რეალობა / giorgi gabaidze - usheno realoba


ლოცვა გვირილას სკვნილზე
(თ უ ნ თ ა ს)

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1214 / თარიღი: 2014-09-03 / 4:43 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - უბრალო სონეტი / giorgi gabaidze - ubralo soneti


ჯიბეში ხმელ-ხმელი მეფშვნება კესანე,
მივალ და სოფელში სურნელობს აპრილი,
ქუსლებში კენჭებს ვგრძნობ ველურ წინაპრივით,
რომლებიც ტკივილებს წარსულს აკემსავენ.

ვერთობი ღელეში კენჭების სროლაში,
როგორი ხისტია ქალაქი აქედან,
გოგოსთვის მიყვარხარ-ს თქმას რაფერ გავბედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2014-09-03 / 4:42 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - სულების გასეირნება ანუ 1+1=1 / giorgi gabaidze - sulebis gaseirneba anu 1+1=1


(მამა პეტრე კვარაცხელიას)

უცებ რა მხსნელივით გამოჩნდი მამაო,
ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე,
(რომელსაც სულიერს ვუწოდებ ამაოდ,)
ნარჩევი კუნჭული იქ თქენთვის გადავდე.

და ალბათ ამიტომ მოიჭრა ის სული,
რომელიც ზეცისკენ ფიქრებს გაჰყოლია,
გვეყოფა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2014-09-03 / 4:40 AM / ოთხშაბათი

გიორგი გაბაიძე - სიტყვავ სულის არტოებავ / giorgi gabaidze - sitkvav sulis artoebav


“არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.

გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
გაცივებულ საცეცხლურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1080 / თარიღი: 2014-09-03 / 4:38 AM / ოთხშაბათი

თათა გულიკაშვილი - ცხოვრება ღირდა... / tata gulikashvili - ckhovreba ghirda


ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს,
დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა..
წვიმის წვეთები გაყინულ თითებს
წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..

ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს,
ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა,
ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს,
საოცარია…სიცოცხლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1249 / თარიღი: 2014-09-03 / 4:37 AM / ოთხშაბათი

მირიან აზნაური - ჰე, კახეთო / mirian aznauri - he, kakheto


ხორბლის ყანა,
ოქროს ყანა,
მზე მიწად
რამ ჩაიყვანა!
ნორჩი ვაზი,
მწვანე ვაზი,
ოჰ,რა უხვი,
რა ლამაზი!
დიდი თუთა,
შავი თუთა
სიცხისაგან
გაითუთქა.
ვრცელი ველი,
მწვანე ველი,
საოცნებო,
სანატრელი.
დიდნი მთანი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1280 / თარიღი: 2014-09-03 / 4:35 AM / ოთხშაბათი

ნუგო გვენეტაძე - არარსებული სიყვარული / nugo gvenetadze - ararsebuli sikvaruli


ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1189 / თარიღი: 2014-09-03 / 4:34 AM / ოთხშაბათი

თემურ ელიავა - გაუგზავნელი წერილი / temur eliava - gaugzavneli tserili


ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ,
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ,
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1270 / თარიღი: 2014-09-03 / 4:33 AM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0